ახალი ამბები

2015-04-17 

სსე-ისა და სომხეთის დელეგაციის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა

დღეს, 17 აპრილს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათაო ოფისში, სსე-ის წარმომადგენლებმა, რეაბილიტაციის მმართველის სულხან ზუმბურიძის ხელმძღვანელობით, სამუშაო შეხვედრა გამართეს სომხეთის ენერგეტიკული კომპანიების – „მაღალი ძაბვის ელექტრო ქსელების“ და „ენერგო სისტემის ოპერატორის“ ხელმძღვანელებთან.

11157273_1572862956306563_468795406_o-300x159.jpg

სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა  ორი ქვეყნის ენერგოსისტემების პარალელური მუშაობის საკითხები და ახალი 500 კვ-იანი გადამცემი ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებული ინფორმაციების გაცვლა.

საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი, ახალი გადამცემი ხაზის მშენებლობა მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ენერგოსისტემის გაძლიერებისთვის, ენერგოდამოუკიდებლობისა და მდგრადობისთვის.

კომუნიკაცია