სსე-ს 18 ქვესადგურის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია
2010-2015 წლებში საფუძვლიანი რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა სსე-ს 18 ქვესადგურს. USAID-ის დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, განხორციელდა 35/10/6 კვ პირველადი და მეორადი გამანაწილებელი მოწყობილობების რეკონსტრუქცია- მონტაჟი სსე-ს კუთვნილ 13 ქვესადგურში: ,,ფერო 220”, ,,რუსთავი 220”, ,,ზესტაფონი 500”, ,,ბათუმი 220”, ,,გორი 200”, ,,ხაშური 220” , ,,მარნეული 220”, ,,მენჯი 220”, ,,წყალტუბო 220”, ,,ზუგდიდი 220”, ,,გარდაბანი 500”, ,,გურჯაანი 220”, ,,ქუთაისი 220”.
ასევე USAID-ის დაფინანსებით განხორციელდა დაცვისა და მართვის მოწყობილობების შესყიდვა და მათი მონტაჟი, როგორც პირველადი, ასევე მეორადი მოწყობილობების კუთხით, სსე-ს შემდეგ ქვესადგურებში: ,,ბათუმი 220/110”, ,,გლდანი 220/110”, ,,ხაშური 220/110/10”, ,,გორი 220/110 ”, ,,ქუთაისი 220/110/10”, ,,მარნეული 220/110”, ,,მენჯი 220/110/35”, ,,რუსთავი 220/110”, ,,წყალტუბო 220/110” და ,,ზუგდიდი 220/110”. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიის მოწყობილობები, რომელსაც ანალოგი არა აქვს პოსტ-საბჭოთა სივრცეში და არც ბევრ განვითარებულ ქვეყანაში.
ორივე პროექტის ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ საკუთარი ძალებით განახორციელა.
2010 წელს, KfW-ს დაფინანსებით რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქვესადგურს „გარდაბანი 500/330/220”. 2013 წელს, ასევე KfW-ს დონორობით განხორციელდა ქვესადგურების ,,დიდუბე 220/110” და ,,ლისი 110/220”-ის რეაბილიტაცია. ამ პროექტების ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოები ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”-მ, საკუთარი ძალებით აწარმოა.
გარდა ამისა, 2010-2015 წლების განმავლობაში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ საკუთარი ძალებით, ფინანსური და ადამიანური რესურსით, განახორციელა სსე-ს სხვადასხვა ქვესადგურის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია შემდეგი პროექტების ფარგლებში: ციფრული მოწყობილობების შესყიდვა ქ/ს „ნავთლუღი-220“-ის და „გარდაბანი -110“-ის რეაბილიტაციის ფარგლებში, 35კვ გამანაწილებელი მოწყობილობების შესყიდვა, მონტაჟი, გაწყობა 35 კვ „დიდუბის“ ქვესადგურის რეაბილიტაციის ფარგლებში.
დაფინანსება/დონორი ორგანიზაცია: „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ (ქვესადგურების ,,ნავთლუღი 220”, ,,გარდაბანი 110” და ,,დიდუბე 35” რეაბილიტაცია - 1 890 000 ევრო); USAID (10 და 13 ქვესადგურის პროექტი- 17 მლნ აშშ დოლარი ); KfW (ქვესადგურები „გარდაბანი 500/330/220“, ,,ლისი 110/220”, ,,დიდუბე 220/110”- 9 754 000 ევრო).
კონტრაქტორი: SIEMENS (თურქეთი) - 13 ქვესადგურის პროექტი; SEL (აშშ) – 10 ქვესადგურის პროექტი; SIEMENS – ,,გარდაბანი 500/330/220”; ,,შნაიდერ ელექტრიკი" (საფრანგეთი) – ,,დიდუბე 220/110”; SIEMENS (ავსტრია) – ,,ლისი 110/220”; ABB (შვედეთი) – ,,ნავთლუღი 220” და ,,გარდაბანი 110”; ABB (უნგრეთი) – ,,დიდუბე 35”.
სამუშაოები განახორციელა: „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ.
პროექტები განხორციელდა: 2010-2015 წწ.
პროექტების შედეგები:
- გაუმჯობესდა მეზობელ ქვეყნებს შორის ელექტროენერგიით ვაჭრობა, ელექტროენერგიის უსაფრთხოდ მიწოდება, უზრუნველყოფილია მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი ქსელის სტაბილურობის ამაღლება და ავარიული გამორთვების შემცირება;
- განხორციელდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ქსელის განახლების, რეკონსტრუქციისა და ოპერირების ხელშეწყობა;
- შემცირდა გამორთვების რაოდენობა და ტექ-მომსახურების ხარჯები.