2015-05-14
აღმოსავლეთ საქართველოში მომხდარი სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს
დღეს, დილის 3 საათზე, ძლიერი წვიმების შედეგად, მდინარე „ალაზნის“ ადიდებამ და კალაპოტიდან გადმოსვლამ გამოიწვია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე) გადამცემი ხაზის ”ბახტრიონი” ანძის წაქცევა, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ახმეტის რაიონის სოფლების ქისტაურისა და ზემო და ქვემო ალვანის 6100 აბონენტს.
სსე გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, სამუშაო ბრიგადები და სპეციალური ტექნიკა უწყვეტად მუშაობს დაზიანების ლიკვიდაციისთვის. სავარაუდოდ, დღეს საღამოს, ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება სოფლების: ზემო და ქვემო ალვანის 3600 აბონენტს, ხოლო სოფელ ქისტაურის მომხმარებლებს ელექტროენერგია ხვალ მიეწოდებათ.
სსე ყველა რესურსს იყენებს სტიქიის შედეგად დაზიანებული ანძის უმოკლეს ვადაში აღსადგენად და მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის უწყვეტად მისაწოდებლად.