2024-03-25
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის საჯარო განხილვა/კონსულტაციები
გაცნობებთ, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ (სსე) მსოფლიო ბანკის დაფინანსებით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, ახორციელებს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის“ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლას. პროექტი გულისხმობს საქართველოსა (ანაკლია) და რუმინეთს (კონსტანცა) შორის წყალქვეშა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი და ციფრული კაბელის აშენებას. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ატარებს საერთაშორისო ტენდერით შერჩეული იტალიური საკონსულტაციო კომპანია CESI.
მსოფლიო ბანკის მოთხოვნითა და სტანდარტებით, სსე-ს აქვს ვალდებულება ჩაატაროს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ფარგლებში მომზადებული წინა-საპროექტო დოკუმენტაციის საჯარო განხილვა/კონსულტაციები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პროექტით დაინტერესებული მხარეები. საჯარო კონსულტაციისას განსახილველი საკითხებია:
- პროექტის შესახებ ზოგადი მიმოხილვა;
- გარემოსა და სოციალური საკითხების ფონური მიმოხილვის ანგარიში;
- შავი ზღვის ფსკერის დაგეგმილი კვლევის სამუშაოები;
- გარემოსა და სოციალურ საკითხებზე ზეგავლენის შეფასების (გსზშ) კვლევის ტექნიკური დავალება;
- დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობასთან დაკავშირებული ასპექტები და შესაბამისი გეგმა
ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები განთავსებულია სსე-ის ვებგვერდზე:
https://www.gse.com.ge/proektebi/saerashoriso-proektebi/Savi-zRvis-wyalqveSa-kabelis-proeqti
დაგეგმილია ორი საჯარო განხილვის მოწყობა.
პირველი საჯარო განხილვა გაიმართება თბილისში, ა/წ 23 აპრილს, 11:00 სთ, მისამართი: „თბილისი მარიოტი“, შოთა რუსთაველის გამზირი №13.
მეორე საჯარო განხილვა გაიმართება საპროექტო რეგიონში ქ. ზუგდიდში, ა/წ 25 აპრილს, 12:00 სთ, მისამართი: შოთა რუსთაველის ქუჩა №90.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მობრძანდეთ და მონაწილეობა მიიღოთ აღნიშნული საკითხების განხილვებში.