2025-06-03
აუქციონი სსე-ის ბალანსზე რიცხული, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული მიწის ფართების იჯარის ფორმით გადაცემის მიზნით
ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” აცხადებს აუქციონს მის ბალანსზე რიცხული, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული მიწის ფართების, მათზე განთავსებულ კონსტრუქციებთან ერთად, იჯარის ფორმით (დროებით სასყიდლიან სარგებლობაში) გადაცემის მიზნით - 3 (სამი) ლოტად.
აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს.
ინფორმაცია იჯარით გასაცემი ქონების (თავისუფალი ფართების) შესახებ:
თვითოეული ფართი აუქციონზე გამოტანილი იქნება ცალ-ცალკე ლოტებად.
მესაკუთრე: ს.ს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”.
ქონების ადგილმდებარეობა: მითითებულია თანდართულ დანართში.
ყოველთვიური საწყისი საიჯარო ქირა:
თვითოეული ფართისთვის (ქონებისთვის) წარმოდგენილია ცხრილის სახით არსებულ მონაცემებში, ლოტების მიხედვით (იხ. დანართი).
აუქციონში მონაწილეობის ”ბე”: თვითოეული ფართისთვის (ლოტისთვის) წარმოდგენილია ცხრილის სახით არსებულ მონაცემებში. (იხ.დანართი)
აუქციონის ”ბიჯი”-ს ოდენობა: თვითოეული ფართისთვის (ლოტისთვის) წარმოდგენილია ცხრილის სახით არსებულ მონაცემებში. (იხ.დანართი)
იჯარით გასაცემი ქონების პირობები (დანიშნულება):
აღნიშნულია თანდართულ დანართში.
იჯარის ხანგრძლივობა: 5 (ხუთი) წელი.
მესაკუთრეს უფლება აქვს: ყოველწლიურად, აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, მოახდინოს საიჯარო ქირის ოდენობის გადახედვა (მისი ოდენობის გაზრდის შემთხვევაში), საიჯარო ხელშეკრულების ღირებულების შესაბამისი ცვლილების მიზნით.
ელექტრონული აუქციონები ლოტების მიხედვით გაიმართება:
#1 ლოტი 2025 წლის 24 ივნისს 15:00 საათზე;
#2 ლოტი 2025 წლის 24 ივნისს 16:00 საათზე;
#3 ლოტი 2025 წლის 24 ივნისს 17:00 საათზე.
აღნიშნული ფართი იჯარით გაიცემა მასზე შესაბამისი აპარატურა მოწყობილობების განთავსების მიზნით
თანხის გადახდის ვადები: აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ყოველთვიური საიჯარო ქირა გადაიხადოს სათანადო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
თანხის გადახდა უნდა მოხდეს ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საანგარიშსწორებო ანგარიშზე (ს.ს ,,თიბისი ბანკი“-ს ცენტრალური ფილიალი ბანკის კოდი: TBCBG E22 ანგარიშის NGE02TB0600000102467636 საიდენტიფიკაციო კოდი 204995176) ან საბანკო გარანტია;
ინფორმაცია განაცხადების მიღების შესახებ:
სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” დირექტორთა საბჭო უფლებამოსილია გადაავადოს აუქციონის ჩატარება, რომლის შესახებაც ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში, რომელ საინფორმაციო საშუალებებშიდაც იყო გამოქვეყნებული თავდაპირველი განცხადება. აღნიშნულ შემთხვევაში აუქციონის მონაწილე უფლებამოსილი იქნება უარი განაცხადოს აუქციონში მონაწილეობაზე და მოითხოვოს გადახდილი “ბე”-ს უკან დაბრუნება. ამასთან, აუქციონში მონაწილის მიერ გადახდილი “ბე” უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუკი აუქციონის მიმდინარეობის პროცესში წყვეტა არ იქნება დაფიქსირებული;
თუ მონაწილე ელექტრონულ აუქციონში ვერ გაიმარჯვებს, მას “ბე” უკან უბრუნდება ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
“ბე” უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის არც ერთი მონაწილე არ დააფიქსირებს ბიჯს;
აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი “ბე” ეთვლება ანგარიშსწორებისას. ქონების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში “ბე”-ს სახით გადახდილი თანხა ჩაითვლება ვალდებულების ყველაზე გვიან გადასახდელ შესატყვის ნაწილში.
დამატებითი ინფორმაცია:
აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ობიექტის – თავისუფალი ფართის მაქსიმალური საიჯარო ქირის (არანაკლებ საწყის საიჯარო ქირას დამატებული ერთი ბიჯის ოდენობა) გადახდა.
აუქციონის ორგანიზება ხორციელდება ს.ს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” 29.08.2022წ N 77 ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული “ს.ს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების გაყიდვის, აგრეთვე დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის წესის შესახებ” დებულების შესაბამისად.
ს.ს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”
საკონტაქტო პირი: გიორგი ოდიშვილი
ტელეფონი: ქალაქის – 2-510-281 მობილურის – 5 77 24 02 33
დანართი: #1 იჯარით გასაცემი ფართების ჩამონათვალი (სააუქციონო პირობები)
აღნიშნული ინფორმაცია შეგიძლიათ ასევე იხილოთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინტერნეტ გვერდზე: www.eauction.ge