2024-11-18 

ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” აცხადებს ელექტრონულ აუქციონს

მის ბალანსზე რიცხული, ქ.ქუთაისში არსებული თავისუფალი ფართის იჯარის ფორმით (დროებით სასყიდლიან სარგებლობაში) გადაცემის მიზნით

აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს.
მესაკუთრე: ს.ს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”;
ქონების ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის ქუჩა 2ა. საკადასტრო კოდი: 03.01.21.298. 54 კვ.მ -იდან 12 კვ.მ მიწის ფართი;
ყოველთვიური საწყისი საიჯარო ქირა: 1 500 (ათას ხუთასი) ლარი, დღგ–ს ჩათვლით;
აუქციონის „ბე“-ს/უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის ოდენობა: 1 500 (ათას ხუთასი) ლარი;
აუქციონის „ბიჯი“-ს ოდენობა: 100 (ასი) ლარი;
იჯარის ხანგრძლივობა: 3 (სამი) წელი;
მესაკუთრეს უფლება აქვს: ყოველწლიურად, აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, მოახდინოს საიჯარო ქირის ოდენობის გადახედვა (მისი ოდენობის გაზრდის შემთხვევაში), საიჯარო ხელშეკრულების ღირებულების შესაბამისი ცვლილების მიზნით.

აღნიშნული ფართი იჯარით გაიცემა მასზე შესაბამისი აპარატურა მოწყობილობების განთავსების მიზნით

ელექტრონული აუქციონი გაიმართება 2024 წლის 6 დეკემბერს, 12:00 სთ-ზე;

თანხის გადახდის ვადები: აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ყოველთვიური საიჯარო ქირა გადაიხადოს შესაბამისი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
ბე-ს თანხის გადახდა უნდა მოხდეს ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საანგარიშსწორებო ანგარიშზე (ს.ს ,,თიბისი ბანკი“-ს ცენტრალური ფილიალი ბანკის კოდი: TBCBG E22 ანგარიშის NGE02TB0600000102467636 საიდენტიფიკაციო კოდი 204995176) ასევე შესაძლებელია საბანკო გარანტიის წარმოდგენა;
საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უნდა დაიწყოს მისი წარმოდგენის მომენტიდან და გრძელდებოდეს არანაკლებ 2025 წლის 25 აპრილამდე.
ინფორმაცია განაცხადების მიღების შესახებ:
სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” დირექტორთა საბჭო უფლებამოსილია გადაავადოს აუქციონის ჩატარება, რომლის შესახებაც ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში, რომელ საინფორმაციო საშუალებებშიდაც იყო გამოქვეყნებული თავდაპირველი განცხადება. აღნიშნულ შემთხვევაში აუქციონის მონაწილე უფლებამოსილი იქნება უარი განაცხადოს აუქციონში მონაწილეობაზე და მოითხოვოს გადახდილი “ბე”-ს/უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის უკან დაბრუნება. ამასთან, აუქციონში მონაწილის მიერ გადახდილი “ბე”/უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუკი აუქციონის მიმდინარეობის პროცესში წყვეტა არ იქნება დაფიქსირებული;
თუ მონაწილე ელექტრონულ აუქციონში ვერ გაიმარჯვებს, მას “ბე”/უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია უკან უბრუნდება ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
“ბე”/უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის არც ერთი მონაწილე არ დააფიქსირებს ბიჯს;
აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი “ბე” ეთვლება ანგარიშსწორებისას. ქონების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში “ბე”-ს სახით გადახდილი თანხა ჩაითვლება ვალდებულების ყველაზე გვიან გადასახდელ შესატყვის ნაწილში. უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის გამოყენებისა და დაბრუნების წესი და პირობები განისაზღვრება ხელშეკრულებით.

დამატებითი ინფორმაცია:
აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ობიექტის – თავისუფალი ფართის მაქსიმალური საიჯარო ქირის (არანაკლებ საწყის საიჯარო ქირას დამატებული ერთი ბიჯის ოდენობა) გადახდა.
აუქციონის ორგანიზება ხორციელდება ს.ს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” 29.08.2022წ N 77 ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული “ს.ს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების გაყიდვის, აგრეთვე დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის წესის შესახებ” დებულების შესაბამისად.
ს.ს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”
საკონტაქტო პირი: გიორგი ოდიშვილი
ტელეფონი: ქალაქის – 2-510-281 მობილურის – 5 77 24 02 33
აღნიშნული ინფორმაცია შეგიძლიათ ასევე იხილოთ  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინტერნეტ გვერდზე:www.eauction.ge

კომუნიკაცია