2025-04-01 

აუქციონი სხვადასხვა ტიპის, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებით განსაზღვრული/მგვ ნარჩენების აუქციონის წესით გაყიდვის მიზნით

ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” აცხადებს ელექტრონულ აუქციონს მის ბალანსზე რიცხული, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული სხვადასხვა ტიპის, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებით განსაზღვრული/მგვ ნარჩენების აუქციონის წესით გაყიდვის მიზნით

აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, რომლებსაც გააჩნიათ მეორადი/დემონტირებული მგვ პროდუქტის ტრანსპორტირების, დამუშავების/წინასწარი დამუშავების/აღდგენის, გაუვნებელყოფის ან/და განადგურების შესაძლებლობა / უფლებამოსილება, რაც დასტურდება ამ სააუქციონო პირობებით გათვალისწინებული, შესაბამისი დოკუმენტებით.

ინფორმაცია გასაყიდი ქონების შესახებ:

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებით განსაზღვრული/მგვ ნარჩენები (შემდგომში: გასაყიდი ქონება) აუქციონზე გამოტანილია 1 (ერთ) ლოტად;

დეტალური ინფორმაცია (ჩამონათვალი, დასაწყობების/განთავსების ადგილი, ტექნიკური მდგომარეობა, საწყისი გასაყიდი ფასები და ა.შ.) მოცემულია ცხრილის სახით არსებულ დანართ #1-ში, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე www.gse.com.ge, სააუქციონო განცხადებების შესაბამის გვერდზე.
აუქციონში გამარჯვებული (მყიდველი) ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულება „მესაკუთრესთან“ გააფორმოს, აუქციონის დასრულებიდან, არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.

მყიდველი (აუქციონში გამარჯვებული) ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა, გადაუხადოს გამყიდველს აუქციონის მომსახურეობის საფასურის ოდენობა, რომელიც შეადგენს საბოლოოდ დაფიქსირებული ღირებულების 1 (ერთი) პროცენტს. თუ დადგენილ ვადაში მყიდველის მხრიდან არ მოხდება მომსახურეობის საფასურის ოდენობის გადახდა, ასეთ შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია გადაუხადოს „გამყიდველს“ საბოლოოდ დაფიქსირებული ღირებულების 1 (ერთი) პროცენტის შესაბამისი თანხის 0.1%, ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე.

მესაკუთრე: ს.ს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”.

ქონების ადგილმდებარეობა: მითითებულია თანდართულ დანართში.

საწყისი სააუქციონო ღირებულება:
ქონების საწყისი გასაყიდი ფასი შეადგენს: 2610 (ორიათასექვსასათი ლარი) ლარს დღგ-ს ჩათვლით.

აუქციონში მონაწილეობისათვის გადასახდელი „ბე“-ს ოდენობა შეადგენს - 500 (ხუთასი) ლარს;

აუქციონში მონაწილეობა შესაძლებელია ასევე იგივე ოდენობის თანხაზე, საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკის მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა სულ მცირე 30 დღით უნდა აღემატებოდეს აუქციონზე გამოტანილი ქონების სრული ღირებულების გადახდის ვადას.

აუქციონის „ბიჯი“-ს ოდენობა შეადგენს: 100 (ასი) ლარს;

აუქციონის პირობები:

  1. მყიდველი (აუქციონში გამარჯვებული) ვალდებულია, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, უზრუნველყოს შესყიდული ქონების (დანართ #1-ში მითითებული ქონების) სრული მოცულობით გატანა, მათი განთავსების ადგილებიდან;
  2. გასაყიდი ქონების გატანა შესაძლებელია ეტაპობრივად, განთავსების ადგილების მიხედვით, თანხის სრულად გადახდის შემდგომ და თითოეულ ტერიტორიაზე შესაბამისი დაშვების/ნებართვის მიღებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში. ამასთანავე, შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოება. ასევე, მყიდველმა ისე უნდა დაიწყოს ყოველი ახალი ტერიტორიიდან/ტერიტორიებიდან დანართ #1-ში მითითებული ქონების გატანის პროცესი, რომ სრულად იქნეს შესრულებული მისი ვალდებულება წინა ტერიტორიაზე/ტერიტორიებზე განთავსებული ქონების სრული მოცულობით გატანასთან და ტერიტორიის დასუფთავებასთან დაკავშირებით;
  3. გასაყიდი ქონების გაყიდვის (აუქციონის ჩატარების ან/და ხელშეკრულების ხელმოწერის) შემდგომ, აუქციონის ჩატარებამდე დეკლარირებული, ტექნიკური მდგომარეობის მიმართ მყიდველის მხრიდან პრეტენზიები არ მიიღება;
  4. იმ შემთხვევაში თუ, ობიექტზე/ობიექტებზე დაშვების უფლების მიღებიდან, გასაყიდი ქონების გატანის დაწყებამდე, მყიდველი აღმოაჩენს შეუსაბამობას (მეტობას ან ნაკლებობას), აუქციონის დანართით განსაზღვრულ გასაყიდი ქონების ჩამონათვალსა და ობიექტზე/ობიექტებზე არსებულს შორის, უფლებამოსილია/ვალდებულია მოითხოვოს/გადაიხადოს, მხოლოდ დაფიქსირებული ნაკლებობის/მეტობის თანხის ოდენობა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულებების შესაბამისად;
  5. მყიდველმა (აუქციონში გამარჯვებულმა) გასაყიდი ქონება, სსე-ს ტერიტორიიდან გატანა უნდა განახორციელოს შესაბამისი უსაფრთხოების წესებისა (იხ. დანართიN2) და საქართველოში მოქმედი სხვა ნორმების დაცვით;
  6. დანართში წარმოდგენილ პოზიციებზე, კერძოდ: სხვადასხვა ზომის საბურავები, რომლებიც აღარ ექვემდებარება მეორად გამოყენებას - სტატუსით: ღირებულების გარეშე, მყიდველი (აუქციონში გამარჯვებული) ვალდებულია მათი გატანა სსე-ს შესაბამისი ლოკაციებიდან, აუქციონზე შეძენილ ქონებასთან ერთად, მოახდინოს პირველ რიგში უსასყიდლოდ და უზრუნველყოს მთლიანი პროცესის (ობიექტზე მისვლა საკუთარი ტრანსპორტით, საბურავების დატვირთვა და გატანა საკუთარი ხარჯებით) წარმართვა.
  7. აუქციონში მონაწილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

    - უნდა ჰქონდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება (ნებართვა) - შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ნარჩენების დამუშავების/წინასწარი დამუშავების/აღდგენის, რეციკლირების, განთავსების, გაუვნებელყოფის ან განადგურების შესახებ; ან გააჩნდეს შესაბამისი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე პირთან გაფორმებული ხელშეკრულება.

    - უნდა გააჩნდეს ნარჩენების შეგროვება და/ან ტრანსპორტირებაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან ნარჩენების შეგროვება და/ან ტრანსპორტირებაზე რეგისტრაციის მქონე კონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულება, კონტრაქტორის რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად, „ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის N144 დადგენილების შესაბამისად;

    - უნდა ჰქონდეს აუქციონზე გამოტანილ პროდუქტში/ნარჩენში მგვ ტიპის ოთხივე მიმართულების ნარჩენის გათვალისწინებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული ავტორიზაცია. ნარჩენის შეგროვების და შესაბამის სპეციფიკური ნარჩენის ნაკადზე გაფორმებული ხელშეკრულება ნარჩენის შეგროვების და ტრანსპორტირების თაობაზე.
  8. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონის ჩატარებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღეში, წარმოადგინოს მე-7 მუხლში მითითებული მოთხოვნების დამადასტურებელი საბუთები წერილობით, ან ელ.ფოსტით, შემდეგ მისამართზე: info@gse.com.ge
  9. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში მონაწილე ვერ (ან/და არასრულად წარმოადგენს) მე-7 მუხლში მოთხოვნილ საბუთებს, მას არ დაუბრუნდება გადახდილი „ბე“-ს თანხა.

ელექტრონული აუქციონში წინადადებების მიღება დასრულდება 2025 წლის 28 აპრილს15:00 სთ-ზე;

თანხის გადახდის ვადები და პირობები:

  1. 1. შემსყიდველი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, დარჩენილი თანხა (საბოლოოდ დაფიქსირებული ღირებულება) გადაიხადოს სრულად. ამასთან ბე-ს სახით გადახდილი თანხა გამოაკლდება, საბოლოოდ გადასახდელ თანხას;
  2. 2. თანხის გადახდა უნდა მოხდეს ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საანგარიშსწორებო ანგარიშზე (ს.ს ,,თიბისი ბანკი“-ს ცენტრალური ფილიალი ბანკის კოდი: TBCBG E22 ანგარიშის NGE02TB0600000102467636 საიდენტიფიკაციო კოდი 204995176)

დამატებითი ინფორმაცია:

სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” უფლებამოსილია გადაავადოს აუქციონის ჩატარება, რომლის შესახებაც ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში, რომელ საინფორმაციო საშუალებებშიც იყო გამოქვეყნებული თავდაპირველი განცხადება. აღნიშნულ შემთხვევაში აუქციონის მონაწილე უფლებამოსილი იქნება უარი განაცხადოს აუქციონში მონაწილეობაზე და მოითხოვოს გადახდილი “ბე”-ს/წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის უკან დაბრუნება. ამასთან, აუქციონში მონაწილის მიერ გადახდილი “ბე”/წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუკი აუქციონის მიმდინარეობის პროცესში წყვეტა არ იქნება დაფიქსირებული;

თუ მონაწილე ელექტრონულ აუქციონში ვერ გაიმარჯვებს, მას “ბე”/წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია უკან უბრუნდება ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

“ბე”/ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის არც ერთი მონაწილე არ დააფიქსირებს ბიჯს;

აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) მიერ გადახდილი „ბე“-ს/წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის თანხა გამოყენებული იქნება, როგორც ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია. შესაბამისად, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის (მათ შორის: გასაყიდი ქონების ნაწილობრივ/არასრულად გატანის) შემთხვევაში, მყიდველს მის მიერ აუქციონში გადახდილი „ბე“-ს/წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის და დარჩენილი სახელშეკრულებო თანხა არ დაუბრუნდება.

აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) მიერ გადახდილი „ბე“-ს თანხა ჩაითვლება ქონების საბოლოო გასაყიდი ფასის გადახდისას. ხოლო თუ აუქციონში მონაწილეობა განხორციელდა საბანკო გარანტიის საფუძველზე, შემძენის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების შემდგომ, უზრუნველყოფილი იქნება წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის დაბრუნება.

იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული შემძენი არ გადაიხდის ქონების საფასურს, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და უკან არ დაუბრუნდება “ბე”−ს სახით გადახდილი თანხა, ან/და განხორციელდება საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის გამოთხოვა გარანტორისგან.

შემძენი ვალდებულია, შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და სსე-ს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია მათ შესრულებასთან დაკავშირებით.

შემძენს შეძენილ ქონებაზე საფასურის სრულად გადახდამდე სსე-სთან შეთანხმების გარეშე არ აქვს უფლება ეს ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს. ამასთან, შემძენი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.

ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, შემძენის მიერ აუქციონით შეძენილი ქონების გასხვისების შემთხვევაში, შემძენი ვალდებულია, ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს სსე-ს.

დადგენილ ვადებში ქონების ღირებულების სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით. თუ პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდება 20 კალენდარული დღის განმავლობაში, სსე უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევაში, განკარგული ქონება უბრუნდება სსე-ს, ამასთანავე შემძენს/მოსარგებლეს არ აუნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები.

მყიდველი ვალდებულია სრულად დაიცვას „ნარჩენების მართვის კოდექსი“-თ გათვალისწინებული ვალდებულებები. აღნიშნული ვალდებულებების დარღვევით გამოწვეულ ნებისმიერი სახის ზიანზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მყიდველს.

აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია გასაყიდი ქონების მაქსიმალური გასაყიდი ღირებულების (არანაკლებ საწყისი სააუქციონო ღირებულებას დამატებული ერთი ბიჯის ოდენობა) გადახდა.

აუქციონის ორგანიზება ხორციელდება ს.ს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” 29.08.2022-ს N77 ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული “ს.ს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების გაყიდვის, აგრეთვე დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის წესის შესახებ” დებულების შესაბამისად.


ს.ს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”
საკონტაქტო პირი: გიორგი ოდიშვილი
ტელეფონი: ქალაქის +995 032 2 510 281 მობილურის +995 577 240 233

დანართი: #1 გასაყიდი ქონების ჩამონათვალი: (სააუქციონო პირობები)

აღნიშნული ინფორმაცია შეგიძლიათ ასევე იხილოთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინტერნეტ გვერდზე: www.eauction.ge