2024-04-26 

ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” აცხადებს ელექტრონულ აუქციონს პირობებით

ბალანსზე რიცხული დემონტირებული, გამოუსადეგარი ან/და უსარგებლო სასაქონლო
მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების გაყიდვის მიზნით 1 (ერთ)
ლოტად


აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს.
ინფორმაცია გასაყიდი ქონების შესახებ:
გამოუსადეგარი ან/და უსარგებლო სასაქონლო მატერიალური ფასეულობები და ძირითადი
საშუალებები (შემდგომში: გასაყიდი ქონება) აუქციონზე გამოტანილია 1 (ერთ) ლოტად;
დეტალური ინფორმაცია (ჩამონათვალი, დასაწყობების/განთავსების ადგილი, ტექნიკური მდგომარეობა,
საწყისი გასაყიდი ფასების ცხრილი და ა.შ.) მოცემულია დანართ #1-ში, რომელიც განთავსებულია ვებ-
გვერდზე www.gse.com.ge, სააუქციონო განცხადებების შესაბამის გვერდზე, ხოლო აღნიშნული აქტივების
ფოტოსურათები ატვირთულია შემდეგ ელ. მისამართზე (ლინკზე):
https://drive.google.com/drive/folders/1Ur78fqoa2Qvqkm5lDW01QFEJYJrJognq?usp=sharing
https://drive.google.com/drive/folders/12I88BMBmZGNhEftMfVBSVlpMHCfx1_cW?usp=sharing
https://drive.google.com/drive/folders/1ozNZv4cBnUp-DtHKpk6OLwhKumYBZiu3?usp=sharing
https://drive.google.com/drive/folders/1SDDoVGUc4oW3HiL8cJz9EsYtx-_3lHrr?usp=sharing
https://drive.google.com/drive/folders/1AmBahXYttfqjAvUm0NiVRYcV9tDq4vwA?usp=sharing
აუქციონში გამარჯვებული (მყიდველი) ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულება „მესაკუთრესთან“
გააფორმოს, აუქციონის დასრულებიდან, არაუმეტეს 20 (ოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
მყიდველი (აუქციონში გამარჯვებული) ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან,
არაუგვიანეს 20 (ოცი) კალენდარული დღისა, გადაუხადოს გამყიდველს აუქციონის მომსახურეობის
საფასურის ოდენობა, რომელიც შეადგენს საბოლოოდ დაფიქსირებული ღირებულების 1 (ერთი)
პროცენტს. თუ დადგენილ ვადაში მყიდველის მხრიდან არ მოხდება მომსახურეობის საფასურის
ოდენობის გადახდა, ასეთ შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია გადაუხადოს „გამყიდველს“
საბოლოოდ დაფიქსირებული ღირებულების 1 (ერთი) პროცენტის შესაბამისი თანხის 0.1%, ყოველ ვადა
გადაცილებულ დღეზე.
მესაკუთრე: ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“;
ქონების ადგილმდებარეობა: გასაყიდი ქონება განთავსებულია ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო
ელექტროსისტემის“ ტერიტორიებზე (ქვესადგურები, საწყობები, ოფისები იხ.დანართი N2);
საწყისი სააუქციონო ღირებულება:
დემონტირებული მოწყობილობების საწყისი გასაყიდი ფასი შეადგენს:
4 931 000,00 (ოთხი მილიონ ცხრაას ოცდათერთმეტი ათასი) ლარს დ.ღ.გ.-ს ჩათვლით;აუქციონში მონაწილეობის მსურველს შესაძლებლობა აქვს ადგილზე გაეცნოს გასაყიდი ქონებას, მათ
ფაქტიურ მდგომარეობას, რისთვისაც წინასწარ (არანაკლებ ერთი სამუშაო დღით ადრე) წერილობით
უნდა იქნეს წარმოდგენილი დასათვალიერებელი ტერიტორიის/ტერიტორიების დასახელება და იმ
პირთა სია (პირადი ნომრების მითითებით), რომლებიც განახორციელებენ გასაყიდი ქონების
დათვალიერებას.
აუქციონში მონაწილეობისათვის გადასახდელი „ბე“-ს ოდენობა შეადგენს - 500 000 (ხუთასი ათასი)
ლარს;
აუქციონის „ბიჯი“-ს ოდენობა შეადგენს: 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს;
აუქციონის პირობები:
1. მყიდველი (აუქციონში გამარჯვებული) ვალდებულია, ნასყიდობის ხელშეკრულების
გაფორმებიდან არაუმეტეს 210 (ორასათი) კალენდარული დღის განმავლობაში, უზრუნველყოს
შესყიდული ქონების (დანართ #1-ში მითითებული ქონების) სრული მოცულობით გატანა, მათი
განთავსების ადგილებიდან;
2. გასაყიდი ქონების გატანა შესაძლებელია ეტაპობრივად, ტერიტორიების (ქვესადგურები,
საწყობები, ოფისები) მიხედვით, თანხის სრულად გადახდის შემდგომ და თითოეულ
ტერიტორიაზე შესაბამისი დაშვების/ნებართვის მიღებიდან 30 კალენდარული დღის
განმავლობაში. ამასთანავე, შესაძლებელია ერთდროულად რამოდენიმე ტერიტორიაზე
სამუშაოების წარმოება. ასევე, მყიდველმა ისე უნდა დაიწყოს ყოველი ახალი
ტერიტორიიდან/ტერიტორიებიდან დანართ #1-ში მითითებული ქონების გატანის პროცესი, რომ
სრულად იქნეს შესრულებული მისი ვალდებულება წინა ტერიტორიაზე/ტერიტორიებზე
განთავსებული ქონების სრული მოცულობით გატანასთან და ტერიტორიის დასუფთავებასთან
დაკავშირებით;
3. გასაყიდი ქონება არის (გადაეცემა მყიდველს) ზეთის გარეშე;
4. გასაყიდი ქონების გაყიდვის (აუქციონის ჩატარების ან/და ხელშეკრულების ხელმოწერის)
შემდგომ, აუქციონის ჩატარებამდე დეკლარირებული, ტექნიკური მდგომარეობის მიმართ
მყიდველის მხრიდან პრეტენზიები არ მიიღება;
5. იმ შემთხვევაში თუ, ობიექტზე/ობიექტებზე დაშვების უფლების მიღებიდან, გასაყიდი ქონების
გატანის დაწყებამდე, მყიდველი აღმოაჩენს შეუსაბამობას (მეტობას ან ნაკლებობას), აუქციონის
დანართით განსაზღვრულ გასაყიდი ქონების ჩამონათვალსა და ობიექტზე/ობიექტებზე არსებულს
შორის, უფლებამოსილია/ვალდებულია მოითხოვოს/გადაიხადოს, მხოლოდ დაფიქსირებული
ნაკლებობის/მეტობის თანხის ოდენობა, ხელშეკრულებით გათვალისიწინებული
ღირებულებების შესაბამისად;
6. მყიდველმა (აუქციონში გამარჯვებულმა) გასაყიდი ქონება, სსე-ს ტერიტორიიდან გატანა უნდა
განახორციელოს შესაბამისი უსაფრთხოების წესებისა (იხ. დანართიN3) და საქართველოში
მოქმედი სხვა ნორმების დაცვით;
7. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონის ჩატარებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღეში,
წარმოადგინოს საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული მე-9 მუხლში მითითებული ტექნიკის
არსებობის დამადასტურებელი საბუთები (მათ შორის ტექპასპორტები, სპეცმოწყობილობების
დამადასტურებელი საბუთები და მასთან ერთად დროებითი სარგებლობის დამადასტურებელი
დოკუმენტაცია (თუ ტექნიკა დროებითი სარგებლობით აქვს გადაცემული)), წერილობით, ან
ელ.ფოსტით, შემდეგ მისამართზე: www.info@gse.com.ge

8. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში მონაწილე ვერ (ან/და არასრულად წარმოადგენს) მე-7 და 9-ე
მუხლში მოთხოვნილ საბუთებს, მას არ დაუბრუნდება გადახდილი „ბე“-ს თანხა.
9. სავალდებულო ტექნიკის ჩამონათვალში (საკუთრება ან მფლობელობა) უნდა იყოს:
ა) მობილური ტექნიკა, რომელიც აღჭურვილია ჰიდრავლიკური მაკრატელი-მანიპულატორით.
ბ) მობილური ტექნიკა, რომელიც აღჭურვილია ბორჯღალოს ტიპის დასატვირთი
მანიპულატორით.
სპეცტექნიკის დასაბუთება:
მაკრატელი-აუცილებელია იმისთვის, რომ გასაყიდი ქონების დამუშავება მოხდეს ცივი ჭრით,
ჟანგბადის და ბუნებრივი აირის (რეზაკი) გარეშე, რაც თავიდან აგვაცილებს ხანძარს, გარემოს
დაზიანებას და რისკებს, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან და შრომის
უსაფრთხოების წესების დარღვევასთან.


ელექტრონული აუქციონში წინადადებების მიღება დასრულდება 2024 წლის ____________15:00 სთ-ზე;


თანხის გადახდის ვადები და პირობები:
1. შემსყიდველი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუგვიანეს 20 კალენდარული
დღისა, დარჩენილი თანხა (საბოლოოდ დაფიქსირებული ღირებულება) გადაიხადოს სრულად.
ამასთან ბე-ს სახით გადახდილი თანხა გამოაკლდება, საბოლოოდ გადასახდელ თანხას;
2. თანხის გადახდა უნდა მოხდეს ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“
საანგარიშსწორებო ანგარიშზე (ს.ს ,,თიბისი ბანკი“-ს ცენტრალური ფილიალი ბანკის კოდი:
TBCBG E22 ანგარიშის NGE02TB0600000102467636 საიდენტიფიკაციო კოდი 204995176)


დამატებითი ინფორმაცია:
სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” უფლებამოსილია გადაავადოს აუქციონის ჩატარება,
რომლის შესახებაც ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში, რომელ
საინფორმაციო საშუალებებშიც იყო გამოქვეყნებული თავდაპირველი განცხადება. აღნიშნულ
შემთხვევაში აუქციონის მონაწილე უფლებამოსილი იქნება უარი განაცხადოს აუქციონში
მონაწილეობაზე და მოითხოვოს გადახდილი “ბე”-ს უკან დაბრუნება. ამასთან, აუქციონში მონაწილის
მიერ გადახდილი “ბე” უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუკი აუქციონის
მიმდინარეობის პროცესში წყვეტა არ იქნება დაფიქსირებული;თუ მონაწილე ელექტრონულ აუქციონში ვერ გაიმარჯვებს, მას “ბე” უკან უბრუნდება ელექტრონული
აუქციონის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
“ბე” უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის არც
ერთი მონაწილე არ დააფიქსირებს ბიჯს;
აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) მიერ გადახდილი „ბე“-ს თანხა გამოყენებული იქნება როგორც
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია. შესაბამისად, მყიდველის მიერ
ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის (მათ შორის: გასაყიდი ქონების
ნაწილობრივ/არასრულად გატანის) შემთხვევაში, მყიდველს მის მიერ აუქციონში გადახდილი „ბე“-ს და
დარჩენილი სახელშეკრულებო თანხა არ დაუბრუნდება.
აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) მიერ გადახდილი „ბე“-ს თანხა ჩაითვლება ქონების საბოლოო
გასაყიდი ფასის გადახდისას.
აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია გასაყიდი ქონების მაქსიმალური გასაყიდი
ღირებულების (არანაკლებ საწყისი სააუქციონო ღირებულებას დამატებული ერთი ბიჯის ოდენობა)
გადახდა.
აუქციონის ორგანიზება ხორციელდება ს.ს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” 29.08.2022-ს
N77 ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული “ს.ს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის”
კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების გაყიდვის, აგრეთვე
დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის წესის შესახებ” დებულების შესაბამისად.
ს.ს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”
საკონტაქტო პირი: გიორგი ოდიშვილი
ტელეფონი: ქალაქის +995 032 2 510 281 მობილურის +995 577 240 233
აღნიშნული ინფორმაცია შეგიძლიათ ასევე იხილოთ ს.ს.ი.პ. „სახელმწიფო ქონების ეროვნული
სააგენტო“-ს ინტერნეტ გვერდზე:www.eauction.ge