2021-02-26 

ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” აცხადებს ელექტრონულ აუქციონს პირობებით

მის ბალანსზე რიცხული დემონტირებული ან/და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების გაყიდვის მიზნით 1 (ერთ) ლოტად

აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
საქართველოს, ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს;

ინფორმაცია გასაყიდი ქონების შესახებ:

დემონტირებული ან/და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებები აუქციონზე გამოტანილია 1 (ერთ) ლოტად;

დეტალური ინფორმაცია (ჩამონათვალი, დასაწყობების/განთავსების ადგილი, ტექნიკური მდგომარეობა, საწყისი გასაყიდი ფასების ცხრილი და ა.შ.) მოცემულია დანართ #1-ში, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე www.gse.com.ge, სააუქციონო განცხადებების შესაბამის გვერდზე, ხოლო აღნიშნული აქტივების ფოტოსურათები ატვირთულია შემდეგ ელ. მისამართზე (ლინკზე):

https://drive.google.com/drive/folders/1Ur78fqoa2Qvqkm5lDW01QFEJYJrJognq?usp=sharing

https://drive.google.com/drive/folders/12I88BMBmZGNhEftMfVBSVlpMHCfx1_cW?usp=sharing

https://drive.google.com/drive/folders/1ozNZv4cBnUp-DtHKpk6OLwhKumYBZiu3?usp=sharing

https://drive.google.com/drive/folders/1SDDoVGUc4oW3HiL8cJz9EsYtx-_3lHrr?usp=sharing

https://drive.google.com/drive/folders/1AmBahXYttfqjAvUm0NiVRYcV9tDq4vwA?usp=sharing

მყიდველი (აუქციონში გამარჯვებული) ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუგვიანეს 20 (ოცი) კალენდარული დღისა, გადაუხადოს გამყიდველს აუქციონის მომსახურეობის საფასურის ოდონობა, რომელიც შეადგენს საბოლოოდ დაფიქსირებული ღირებულების 1 ( ერთი) პროცენტს.

მესაკუთრე: ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“;
ქონების ადგილმდებარეობა: დემონტირებული ან/და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებები განთავსებულია ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეგიონალური ქსელის კუთვნილ ტერიტორიებზე (ქვესადგურები, საწყობები, ოფისები);
საწყისი სააუქციონო ღირებულება:
დემონტირებული მოწყობილობების საწყისი გასაყიდი ფასი შეადგენს:
3.032.430,00 (სამი მილიონ ოცდათორმეტი ათას ოთხასოცდაათი) ლარს დ.ღ.გ.-ს ჩათვლით.

აუქციონში მონაწილეობის მსურველს შესაძლებლობა აქვს ადგილზე გაეცნოს გასაყიდი დემონტირებული ან/და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების ფაქტიურ მდგომარეობას, რისთვისაც წინასწარ (არანაკლებ ერთი დღით ადრე) წერილობით უნდა იქნეს წარმოდგენილი დასათვალიერებელი ტერიტორიის/ტერიტორიების დასახელება და იმ პირთა სია (პირადი ნომრების მითითებით), რომლებიც განახორციელებენ ძირითადი საშუალებების დათვალიერებას.

აუქციონში მონაწილეობისათვის გადასახდელი „ბე“-ს ოდენობა შეადგენს:
607.000,00 (ექვსასშვიდი ათასი) ლარს;
აუქციონის „ბიჯი“-ს ოდენობა შეადგენს: 40 000
(ორმოცი ათასი) ლარს;
აუქციონის პირობები:

  1. 1. მყიდველი (აუქციონში გამარჯვებული) ვალდებულია გადაიხადოს აუქციონზე დასახელებული ქონების საბოლოო გასაყიდი ფასი და შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 180 (ასოთხმოცი) კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს შესყიდული ქონების (დანართ #1-ში მითითებული ქონების) სრული მოცულობით გატანა გამყიდველის კუთვნილი ტერიტორიიდან/ტერიტორიებიდან. დემონტირებული მოწყობილობების გატანა შესაძლებელია ეტაპობრივად, ტერიტორიების (ქვესადგურები, საწყობები, ოფისები) მიხედვით, თანხის სრულად გადახდის შემდგომ და თითოეულ ტერიტორიაზე შესაბამისი დაშვების/ნებართვის მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. ამასთანავე, შესაძლებელია ერთდროულად რამოდენიმე ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოება. ასევე, მყიდველმა ისე უნდა დაიწყოს ყოველი ახალი ტერიტორიიდან/ტერიტორიებიდან დანართ #1-ში მითითებული ქონების გატანის პროცესი, რომ სრულად იქნეს შესრულებული მისი ვალდებულება წინა ტერიტორიაზე/ტერიტორიებზე განთავსებული ქონების სრული მოცულობით გატანასთან დაკავშირებით.
  2. გასაყიდი დემონტირებული ან/და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებები არის (გადაეცემა მყიდველს) ზეთის გარეშე.
  3. გასაყიდი დემონტირებული ან/და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების გაყიდვის (აუქციონის ჩატარების ან/და ხელშეკრულების ხელმოწერის) შემდგომ, გასაყიდი ძირითადი საშუალებების აუქციონის ჩატარებამდე დეკლარირებული ტექნიკური მდგომარეობის მიმართ მყიდველის მხრიდან პრეტენზიები არ მიიღება.
  4. იმ შემთხვევაში თუ, ობიექტზე/ობიექტებზე დაშვების უფლების მიღებიდან, ძირითადი საშუალებების გატანის დაწყებამდე, მყიდველი აღმოაჩენს შეუსაბამობას, აუქციონის დანართით განსაზღვრულ ძირითადი საშუალებების ჩამონათვალსა და ობიექტზე/ობიექტებზე არსებულს შორის, უფლებამოსილია მოითხოვოს, მხოლოდ დაფიქსირებული სხვაობის თანხის ოდენობა, ხელშეკრულებით გათვალისიწინებული ღირებულებების შესაბამისად;
  5. მყიდველმა შესყიდული დემონტირებული ან/და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების სსე-ს ტერიტორიიდან გატანა უნდა განახორციელოს შესაბამისი უსაფრთხოების წესებისა და საქართველოში მოქმედი სხვა ნორმების დაცვით.
  6. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონის ჩატარებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღეში, წარმოადგინოს საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ქვემოთ მითითებული ტექნიკის არსებობის დამადასტურებელი საბუთები (მათ შორის ტექპასპორტები, სპეცმოწყობილობების დამადასტურებელი საბუთები და მასთან ერთად იჯარის ხელშეკრულებები, თუ ტექნიკა იჯარით აქვს მფლობელობაში), წერილობით, ან ელ.ფოსტით, შემდეგ მისამართზე: info@gse.com.ge
  7. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში მონაწილე ვერ წარმოადგენს მე-6 მუხლში მოთხოვნილ საბუთებს, მას არ დაუბრუნდება გადახდილი „ბე“-ს თანხა.
  8. სავალდებულო ტექნიკის ჩამონათვალში (საკუთრება ან მფლობელობა) უნდა იყოს:
    ა) მობილური ექსკავატორი, რომელიც აღჭურვილია ჰიდრავლიკური მაკრატელი-მანიპულატორით.
    ბ) მობილური თვითმცლელი, რომელიც აღჭურვილია ბორჯღალოს ტიპის დასატვირთი მანიპულატორით.

სპეცტექნიკის დასაბუთება:

მაკრატელი-აუცილებელია იმისთვის, რომ ძირითადი საშუალებების დამუშავება მოხდეს ცივი ჭრით, ჟანგბადის და ბუნებრივი აირის (რეზაკი) გარეშე, რაც თავიდან აგვაცილებს ხანძრებს, ეკოლოგიის დაზიანებას და რისკებს, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან და შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევასთან.

ბორჯღალო-საჭიროა, რომ გატანის პროცესი შეესაბამებოდეს (არ ჩამორჩეს) ჭრის პროცესს და ვადები იყოს დაცული და თითოეული დისლოკაციის ადგილიდან მაქსიმალურად შემჭიდგოებულ ვადებში (ოპერატიულად) მოხდეს მუშა ხელის და ტექნიკის, როგორც მობილიზება, ასევე ტერიტორიის განთავისუფლება.

ელექტრონული აუქციონი გაიმართება 2021 წლის 19 მარტს, 15:00 სთ-ზე;

თანხის გადახდის ვადები: შემსყიდველი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა, დარჩენილი თანხა (საბოლოოდ დაფიქსირებული ღირებულება) გადაიხადოს სრულად.

თანხის გადახდა უნდა მოხდეს ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საანგარიშსწორებო ანგარიშზე (ს.ს ,,თიბისი ბანკი“-ს ცენტრალური ფილიალი ბანკის კოდი: TBCBG E22 ანგარიშის NGE02TB0600000102467636 საიდენტიფიკაციო კოდი 204995176)

დამატებითი ინფორმაცია:
სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მმართველთა საბჭო უფლებამოსილია გადაავადოს აუქციონის ჩატარება, რომლის შესახებაც ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში, რომელ საინფორმაციო საშუალებებშიდაც იყო გამოქვეყნებული თავდაპირველი განცხადება. აღნიშნულ შემთხვევაში აუქციონის მონაწილე უფლებამოსილი იქნება უარი განაცხადოს აუქციონში მონაწილეობაზე და მოითხოვოს გადახდილი “ბე”-ს უკან დაბრუნება. ამასთან, აუქციონში მონაწილის მიერ გადახდილი “ბე” უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუკი აუქციონის მიმდინარეობის პროცესში წყვეტა არ იქნება დაფიქსირებული;

თუ მონაწილე ელექტრონულ აუქციონში ვერ გაიმარჯვებს, მას “ბე” უკან უბრუნდება ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
“ბე” უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის არც ერთი მონაწილე არ დააფიქსირებს ბიჯს.

აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) მიერ გადახდილი „ბე“-ს თანხა გამოყენებული იქნება როგორც ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია. შესაბამისად, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პიროებების შეუსრულებლობის (მათ შორის: ძირითადი საშუალებების ნაწილობრივ/არასრულად გატანის) შემთხვევაში, მყიდველს მის მიერ აუქციონში გადახდილი „ბე“-ს და დარჩენილი სახელშეკრულებო თანხა არ დაუბრუნდება. აუქციონში გამარჯვებული (მყიდველი) ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულება „მესაკუთრესთან“ გააფორმოს არაუმეტეს 20 (ოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.

აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) მიერ გადახდილი „ბე“-ს თანხა ჩაითვლება ქონების საბოლოო გასაყიდი ფასის გადახდისას.

აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია დემონტირებული ან/და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების მაქსიმალური გასაყიდი ღირებულების (არანაკლებ საწყისი სააუქციონო ღირებულებას დამატებული ერთი ბიჯის ოდენობა) გადახდა.

აუქციონის ორგანიზება ხორციელდება ს.ს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” 07.05.2019წ N81 ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული “ს.ს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების გაყიდვის, აგრეთვე დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის წესის შესახებ” დებულების შესაბამისად.
ს.ს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”
საკონტაქტო პირი: გიორგი ოდიშვილი
ტელეფონი: ქალაქის – 2-510-281 მობილურის – 5 77 24 02 33
აღნიშნული ინფორმაცია შეგიძლიათ ასევე იხილოთ ს.ს.ი.პ. „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“-ს ინტერნეტ გვერდზე: www.eauction.ge

კომუნიკაცია