2021-12-17 

აუქციონი სსე-ის ბალანსზე რიცხული ფართების, მათზე განთავსებულ კონსტრუქციებთან ერთად, იჯარის ფორმით გადაცემის მიზნით

ს.ს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აცხადებს აუქციონს მის ბალანსზე რიცხული, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული ფართების, მათზე განთავსებულ კონსტრუქციებთან ერთად, იჯარის ფორმით (დროებით სასყიდლიან სარგებლობაში) გადაცემის მიზნით

აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს.

ინფორმაცია იჯარით გასაცემი ქონების (თავისუფალი ფართების) შესახებ:
თვითოეული ფართი აუქციონზე გამოტანილი იქნება ცალ-ცალკე ლოტებად.

მესაკუთრე: ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”.

ქონების ადგილმდებარეობა: მითითებულია თანდართულ დანართში.

ყოველთვიური საწყისი საიჯარო ქირა:
თვითოეული ფართისთვის (ქონებისთვის) წარმოდგენილია ცხრილის სახით არსებულ მონაცემებში, ლოტების მიხედვით (იხ. დანართი).

აუქციონში მონაწილეობის „ბე”: თვითოეული ფართისთვის (ლოტისთვის) წარმოდგენილია ცხრილის სახით არსებულ მონაცემებში. (იხ.დანართი)

აუქციონის „ბიჯი”-ს ოდენობა: თვითოეული ფართისთვის (ლოტისთვის) წარმოდგენილია ცხრილის სახით არსებულ მონაცემებში. (იხ.დანართი)

იჯარით გასაცემი ქონების პირობები (დანიშნულება):
აღნიშნულია თანდართულ დანართში.

იჯარის ხანგრძლივობა: 3 (სამი) წელი.

მესაკუთრეს უფლება აქვს: ყოველწლიურად, აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, მოახდინოს საიჯარო ქირის ოდენობის გადახედვა (მისი ოდენობის გაზრდის შემთხვევაში), საიჯარო ხელშეკრულების ღირებულების შესაბამისი ცვლილების მიზნით.

ელექტრონული აუქციონები ლოტების მიხედვით გაიმართება:
#1 ლოტი 2022 წლის 04 იანვარს, 17:00 სთ-ზე;
#2 ლოტი 2022 წლის 04 იანვარს, 15:00 სთ-ზე;
#3 ლოტი 2022 წლის 04 იანვარს, 16:00 სთ-ზე;

თანხის გადახდის ვადები: აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ყოველთვიური საიჯარო ქირა გადაიხადოს სათანადო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
თანხის გადახდა უნდა მოხდეს ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საანგარიშსწორებო ანგარიშზე (ს.ს ,,თიბისი ბანკი“-ს ცენტრალური ფილიალი ბანკის კოდი: TBCBG E22 ანგარიშის NGE02TB0600000102467636 საიდენტიფიკაციო კოდი 204995176) ან საბანკო გარანტია.

ინფორმაცია განაცხადების მიღების შესახებ:
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” დირექტორთა საბჭო უფლებამოსილია გადაავადოს აუქციონის ჩატარება, რომლის შესახებაც ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში, რომელ საინფორმაციო საშუალებებშიდაც იყო გამოქვეყნებული თავდაპირველი განცხადება. აღნიშნულ შემთხვევაში აუქციონის მონაწილე უფლებამოსილი იქნება უარი განაცხადოს აუქციონში მონაწილეობაზე და მოითხოვოს გადახდილი „ბე”-ს უკან დაბრუნება. ამასთან, აუქციონში მონაწილის მიერ გადახდილი „ბე” უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუკი აუქციონის მიმდინარეობის პროცესში წყვეტა არ იქნება დაფიქსირებული;
თუ მონაწილე ელექტრონულ აუქციონში ვერ გაიმარჯვებს, მას „ბე” უკან უბრუნდება ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
„ბე” უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის არც ერთი მონაწილე არ დააფიქსირებს ბიჯს;
აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი „ბე” ეთვლება ანგარიშსწორებისას. ქონების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში „ბე”-ს სახით გადახდილი თანხა ჩაითვლება ვალდებულების ყველაზე გვიან გადასახდელ შესატყვის ნაწილში.

დამატებითი ინფორმაცია:
აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ობიექტის – თავისუფალი ფართის მაქსიმალური საიჯარო ქირის (არანაკლებ საწყის საიჯარო ქირას დამატებული ერთი ბიჯის ოდენობა) გადახდა.
აუქციონის ორგანიზება ხორციელდება ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” 07.05.2019წ N81 ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების გაყიდვის, აგრეთვე დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის წესის შესახებ” დებულების შესაბამისად.
ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”
საკონტაქტო პირი: გიორგი ოდიშვილი
ტელეფონი: ქალაქის – 2-510-281 მობილურის – 5 77 24 02 33

აღნიშნული ინფორმაცია შეგიძლიათ ასევე იხილოთ ს.ს.ი.პ. „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“-ს ინტერნეტგვერდზე: www.eauction.ge


იჯარით გასაცემი ფართების ჩამონათვალი: (სააუქციონო პირობები)

ლოტის №ობიექტის მისამართიდანიშნულებაფართი (კვ.მ)მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდისაწყისი ყოველთვიური საიჯარო ქირის ოდენობა (ლარი) დღგ–ს ჩათვლით ბიჯი-ს სიდიდე- ოდენობა ბე-ს ოდენობა
1ქ. ხაშური, გაგარინის  ქ #80სააპარატურო და საგენერატორი კარადების და საკომუნიკაციო ანძის კონსტრუქციაზე GSM სისტემის აპარატურის განთავსება 2469.08.37.07795050950
2რაიონი სიღნაღი, სოფელი საქობოსააპარატურო შულტერის განთავსება და განათების ანძაზე 2კვ.მ-ზე ანტენების მონტაჟი1256.03.57.09450050500
3ქ. სენაკი, ჯანაშიას ქ #2სააპარატურო და საგენერატორი კარადების და საკომუნიკაციო ანძის კონსტრუქციაზე GSM სისტემის აპარატურის განთავსება3044.01.37.0541260601260