2021-05-24 

აუქციონი ქუთაისში 12 კვ.მ ფართის იჯარის ფორმით გადაცემის მიზნით

ს.ს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აცხადებს აუქციონს მის ბალანსზე რიცხული, ქ. ქუთაისში, ავტომშენებლის ქ. #2ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთის (ს.კ: 03.01.21.298) 54კვ.მ.-დან დამხმარე შენობის ნაწილის 12 კვ.მ-ს, იჯარის ფორმით (დროებით სასყიდლიან სარგებლობაში) გადაცემის მიზნით

აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს;
მესაკუთრე: ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”;
ქონების ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისში, ავტომშენებლის ქ. #2ა (საკადასტრო კოდი: 03.01.21.298);
ყოველთვიური საწყისი საიჯარო ქირა: 1 050 (ათასორმოცდაათი) ლარი (დღგ–ს ჩათვლით);
აუქციონში მონაწილეობის ”ბე”: 1 050 (ათასორმოცდაათი) ლარი;
აუქციონის ”ბიჯი”-ს ოდენობა:
100 (ასი) ლარი;
იჯარის ხანგრძლივობა: 3 (სამი) წელი.
აღნიშნული ფართი იჯარით გაიცემა მხოლოდ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების განთავსების მიზნით.
ელექტრონული აუქციონი გაიმართება: 2021 წლის 14 ივნისს, 15:00 სთ-ზე.

თანხის გადახდის ვადები: აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ყოველთვიური საიჯარო ქირა გადაიხადოს სათანადო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
თანხის გადახდა უნდა მოხდეს ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საანგარიშსწორებო ანგარიშზე (ს.ს ,,თიბისი ბანკი“-ს ცენტრალური ფილიალი ბანკის კოდი: TBCBG E22 ანგარიშის NGE02TB0600000102467636 საიდენტიფიკაციო კოდი 204995176) ან საბანკო გარანტია.

ინფორმაცია განაცხადების მიღების შესახებ:
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მმართველთა საბჭო უფლებამოსილია გადაავადოს აუქციონის ჩატარება, რომლის შესახებაც ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში, რომელ საინფორმაციო საშუალებებშიდაც იყო გამოქვეყნებული თავდაპირველი განცხადება. აღნიშნულ შემთხვევაში აუქციონის მონაწილე უფლებამოსილი იქნება უარი განაცხადოს აუქციონში მონაწილეობაზე და მოითხოვოს გადახდილი “ბე”-ს უკან დაბრუნება. ამასთან, აუქციონში მონაწილის მიერ გადახდილი “ბე” უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუკი აუქციონის მიმდინარეობის პროცესში წყვეტა არ იქნება დაფიქსირებული;
თუ მონაწილე ელექტრონულ აუქციონში ვერ გაიმარჯვებს, მას “ბე” უკან უბრუნდება ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
“ბე” უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის არც ერთი მონაწილე არ დააფიქსირებს ბიჯს;
აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი “ბე” ეთვლება ანგარიშსწორებისას. ქონების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში “ბე”-ს სახით გადახდილი თანხა ჩაითვლება ვალდებულების ყველაზე გვიან გადასახდელ შესატყვის ნაწილში.

დამატებითი ინფორმაცია:
აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ობიექტის – თავისუფალი ფართის მაქსიმალური საიჯარო ქირის (არანაკლებ საწყის საიჯარო ქირას დამატებული ერთი ბიჯის ოდენობა) გადახდა.
აუქციონის ორგანიზება ხორციელდება ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” 07.05.2019წ N81 ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული “ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების გაყიდვის, აგრეთვე დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის წესის შესახებ” დებულების შესაბამისად.
ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”
საკონტაქტო პირი: გიორგი ოდიშვილი
ტელეფონი: ქალაქის – 2-510-281 მობილურის – 5 77 24 02 33

აღნიშნული ინფორმაცია შეგიძლიათ ასევე იხილოთ ს.ს.ი.პ. „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“-ს ინტერნეტგვერდზე: www.eauction.ge