2019-09-11
„უკრენერგო“-ს წარმომადგენლების ვიზიტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"-ში
10 სექტემბერს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ უკრაინის გადამცემი ქსელის ოპერატორი კომპანიის „უკრენერგო“-ს წარმომადგენლები ეწვივნენ.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა გამოცდილების გაზიარება კომპიუტერული და საოპერაციო ქსელების არქიტექტურის, ტექნოლოგიების და კიბერუსაფრთხოების საკითხებში.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ელექტროენერგიის საბალანსო ბაზრის დანერგვის პროცესი, მონაცემთა სატრანსპორტო ქსელის პროექტირების და დანერგვის, SCADA-ს ქსელის კიბერუსაფრთხოების, IT და OT ქსელების სეგრეგაციის საკითხები.