ახალი ამბები

2025-05-02 

შემეცნებითი ტური

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ შემეცნებითი ტურის ფარგლებში 72-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. უფროსკლასელებს პრეზენტაციები ჩაუტარდათ, როგორც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით, ასევე ზოგადი ენერგეტიკის, მათ შორის განახლებადი ენერგიის შესახებ. საუბარი შეეხო დარგში არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებს. მოსწავლეები სსე-ის სათავო ოფისის ცენტრალურ სადისპეტჩეროს ესტუმრნენ და გაეცნენ მისი მუშაობის ძირითად პრინციპებს. დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის ენერგოსისტემის გამართულ მუშაობაზე. შემეცნებითი ტურის პრაქტიკული ნაწილის ფარგლებში უფროსკლასელებმა დაათვალიერეს ქვესადგური „ნავთლუღი 220“. გაეცნენ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებისა და ქვესადგურის მუშაობის პრინციპებს. ჩაერთნენ სხვადასხვა ელექტრომოწყობილობით ელექტროგადამცემი ხაზების შემოწმების პროცესში. მოსწავლეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრის შესახებ, სადაც მომავალი ენერგეტიკოსები უფასოდ გადიან სტაჟირებას კომპანიაში დასაქმების პერსპექტივით. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 2016 წლიდან ატარებს შემეცნებით ტურებს თბილისისა და რეგიონების სკოლების მოსწავლეებისთვის, რაც, პირველ რიგში, ახალი თაობის ენერგეტიკის დარგით დაინტერესებას ემსახურება. სსე ორიენტირებულია, მეტ ახალგაზრდას გააცნოს კომპანიაში მიმდინარე მასშტაბური პროექტები და დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები. შემეცნებითი ტურები სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის მთელი წლის განმავლობაშია დაგეგმილი.

72publicschool 4.jpg72publicschool 1.jpg72publicschool 3.jpg72publicschool 5.jpg72publicschool 9.jpg72publicschool 2.jpg72publicschool 6.jpg72publicschool 7.jpg72publicschool 8.jpg72publicschool 10.jpg

კომუნიკაცია