2019-04-25
შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან
მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დაგეგმილი „ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობის და ფინანსური გაჯანსაღების პროექტის“ ფარგლებში, 62 მილიონი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები გაიმართა.
სასესხო მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ მსოფლიო ბანკის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, იუსტიციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენლები.
აღნიშნული სესხის მიზნობრიობა მოიცავს 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „ჯვარი-წყალტუბო“ და წყალტუბოს ქვესადგურის მშენებლობის გზით ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერებას, ასევე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ფინანსურ გაჯანსაღებას და მოსამზადებელ სამუშაოებს კაპიტალის ბაზრებთან წვდომის უზრუნველსაყოფად.