ახალი ამბები

2019-02-12 

SEL-ის წარმომადგენლების ვიზიტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში

ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკის განახლების პროექტის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ კომპანია SEL-ის წარმომადგენლები ეწვივნენ. ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი კომპანიის ინჟინრები სსე-ს თანამშრომლებთან ერთად ორი თვის განმავლობაში განაახლებენ ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკის სისტემას.

ვიზიტის ფარგლებში, სსე-ს თანამშრომლებისთვის ჩატარდება ტრენინგები. ახალი ქვესადგურების და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა იწვევს ელექტროენერგეტიკული ქსელის ტოპოლოგიის ცვლილებას, შესაბამისად, აუცილებელი ხდება რისკების შეფასება და სისტემის განახლება, რათა თავიდან იქნას აცილებული სისტემის სრული ან ნაწილობრივი ჩაქრობა და გაიზარდოს ქსელის საიმედოობა და მდგრადობა.

ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მუშაობის მდგრადობის და მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტის საიმედოობის ამაღლების მიზნით, 2011 წელს დაინერგა და მისი განახლება-გაფართოება უკვე მეოთხედ ხორციელდება.

rsz_52410505_1072268686293340_679173804265570304_o.jpg

კომუნიკაცია