ახალი ამბები

2019-03-05 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში WAM-ის სისტემა დაინერგა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ სამუშაოებისა და აქტივების მართვის სისტემის (WAM - Work & Assets Management) დანერგვის პროექტი დაასრულა.
საქართველოში არსებულ კომპანიებს შორის, სსე პირველი ენერგოკომპანიაა, სადაც აღნიშნული სისტემის დანერგვა განხორციელდა.
WAM-ის სისტემის დანერგვის მიზანს წარმოადგენდა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სამუშაოების დაგეგმვის, დავალებების გაცემის, მონიტორინგის და შესრულების პროცესების გამარტივება, ასევე ძირითად აქტივებზე განხორციელებული სამუშაოების ქრონოლოგიურად აღწერა, აქტივების მდგომარეობის დინამიური მონიტორინგი და ყოველივე ამის საშუალებით აქტივების ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივება და სამუშაოების წარმოების ტექნოლოგიების დახვეწა.
WAM-ის სისტემის დანერგვას გერმანული კომპანია IPS-ი ახორციელებდა, ხოლო ხარისხის კონტროლს უზრუნველყოფდა სსე-ის კონსულტანტი კომპანია PWC (PricewaterhouseCoopers).

rsz_53660778_1086665048187037_6066424792003641344_n.jpg

კომუნიკაცია