ახალი ამბები

2020-11-26 

„საქართველოს გენერაციის განვითარების გეგმის“ პრეზენტაცია

25 ნოემბერს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” ორგანიზებით, „საქართველოს გენერაციის განვითარების გეგმის“ პროექტის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, ევროკავშირის წარმომადგენლები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილი, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიისა და ევროპული კომპანიების (AFD, KfW, EDF და Energies Demain) სპეციალისტები.

გენერაციის განვითარების გეგმის გაანგარიშებები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სპეციალისტებმა პროგრამა PLEXOS-ის გამოყენებით, ფრანგული კომპანიების (EDF-ისა და Energies Demain) კონსულტაციითა და საფინანსო ინსტიტუტ AFD-ის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელეს. სსე-ის გუნდის მიერ შემუშავებული კომპლექსური მოდელის საფუძველზე, გაანალიზებული იქნა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ომპტიმალური განვითარების სცენარი.

დამსწრეებმა მაღალი შეფასება მისცეს პროექტის ფარგლებში ჩატარებულ სამუშაოს. დასასრულს, სსე-ის მმართველმა უჩა უჩანეიშვილმა პროექტის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის სიღრმისეული კვლევები მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგოსისტემის ოპტიმალური განვითარებისთვის. „გეგმაში ასახულმა ქვეყნის გენერაციის წყაროების ოპტიმალური ინვესტირების შესაძლებლობამ უნდა უზრუნველყოს ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოება, განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაცია და ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობა,“ - განაცხადა უჩა უჩანეიშვილმა.

saqarTvelos-generaciis-ganviTarebis-gegmis-prezentacia-1-small.jpgsaqarTvelos-generaciis-ganviTarebis-gegmis-prezentacia-2-small.jpg

კომუნიკაცია