ახალი ამბები

2019-05-15 

სამუშაო შეხვედრები SCADA-ს სისტემის განახლების პროექტის ფარგლებში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში, სსე-ს თანამშრომლებისა და კომპანია SIEMENS-ის წარმომადგენლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრების მიზანს დისპეტჩერული მართვისა და მონაცემთა შეგროვების სისტემის პროგრამის (SCADA) განახლების პროექტის მიმდინარეობის სტატუსის განხილვა და ტესტირების სამოქმედო გეგმის გაწერა წარმოადგენდა.

SCADA-ს განახლების პროექტი მონაცემთა შეგროვების, დამუშავებისა და დისტანციური მართვის პროცესების დახვეწას და ამ მიმართულებით განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე გადასვლას გულისხმობს. პროგრამის განახლების შედეგად, შესაძლებელი გახდება მეტი მოცულობის ინფორმაციის მიმოცვლა და ეფექტური დისპეტჩირების უზრუნველყოფა.

IMG_7642JPG.jpg_MG_7633JPG.jpg

კომუნიკაცია