ახალი ამბები

2019-03-25 

კომპანია ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორი“-ს წარმომადგენლების ვიზიტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრს სომხეთის „ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორი“-ს დისპეტჩერები ეწვივნენ.

სომეხი კოლეგები გაეცნენ საქართველოს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის სტრუქტურას, მუშაობის სპეციფიკას და სადისპეტჩერო ცენტრიდან ქვესადგურებისა და ელექტროსადგურების დისტანციური მართვის შესაძლებლობებს. ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრში გამართულ ორმხრივ სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის ოპერირების საკითხები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა ახალციხის ქვესადგური და იქ დამონტაჟებული მუდმივი დენის ჩანართი მოინახულეს. ასევე, მათ მონაწილეობა მიიღეს სსე-ს სასწავლო ცენტრში გამართულ, ავარიის საწინააღმდეგო ვარჯიშში, რომელშიც ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის დისპეტჩერების გარდა, სხვადასხვა ენერგოკომპანიების ოპერატიული პერსონალიც მონაწილეობდა. აღნიშნული ვარჯიში ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის დისპეტჩერების კოორდინირებული სამუშაო უნარების განვითარებას და შემდგომი გადაწყვეტილებების მიღებას.

საქართველოსა და სომხეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

armenia visit1.jpgarmenia visit2.jpgarmenia visit3.jpgarmenia visit4.jpg

კომუნიკაცია