2019-04-16
იაპონიის გადამცემი სისტემის ოპერატორის ვიზიტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში იაპონიის გადამცემი სისტემის ოპერატორის TEPCO-ს და სსე-ს წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მთავარ მიზანს ინდუსტრიული კონტროლის სისტემების უსაფრხო ოპერირების სფეროში გამოცდილებისა და ცოდნის ურთიერთგაზიარება წარმოადგენდა.
მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს უწყობს პარტნიორი ოპერატორების სისტემებში საოპერაციო ქსელების მართვის პროცესების დახვეწას და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვას.