2019-06-07
ღია კარის დღე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ღია კარის დღე ჩატარდა. ღონისძიებას დაესწრნენ ენერგეტიკის, ელექტრული ინჟინერიისა და სხვა მონათესავე სასწავლო პროგრამების კურსდამთავრებულები და დამამთავრებელი კურსის სტუდენტები.
ადამიანური რესურსების მართვისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსმა მიხეილ ზიბზიბაძემ სტუდენტებს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარა. დამსწრეებმა მოინახულეს ცენტრალური სადისპეტჩერო და მიიღეს სრული ინფორმაცია სასწავლო ცენტრში სტაჟირების პროცესისა და მიღების პირობების შესახებ.
სსე სასწავლო პროგრამას 2005 წლიდან ახორციელებს. 20 კვირიანი სასწავლო პროგრამა ყოველგვარი ფინანსური სარგებლის გარეშე, საშუალებას აძლევს მომავალ ენერგეტიკოსებს, ფეხი აუწყონ თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს, აიმაღლონ კვალიფიკაცია და დასაქმდნენ ერთ-ერთ მოწინავე ენერგეტიკულ კომპანიაში.