2019-05-09
გამწვანების აქცია
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლებმა მცხეთაში, შიო მღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე 200 ძირი თრიმლის ჯიშის ხე დარგეს.
გარემოზე ზრუნვა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, კომპანია მსგავსი ტიპის აქციებს პერიოდულად ახორციელებს და ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ჩამოყალიბებაში.







