2019-04-03
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაციამ CIGRE-ს ტექნიკური კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაციამ ელექტროენერგეტიკული სისტემების საერთაშორისო საბჭოს (CIGRE) სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების რეგიონული გაერთიანების (SEERC) ტექნიკური კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ხორვატიაში, ქალაქ სპლიტში გაიმართა.
სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეროვნული კომიტეტების მიერ შედგენილი ელექტროენერგეტიკული კითხვარისა და ელექტროენერგეტიკული ქსელის შესახებ CIGRE-ს კვლევითი ჯგუფის შედეგები. ასევე, განისაზღვრა ძირითადი თემები ავსტრიის 2020 წლის კონფერენციისთვის, რომელშიც ისტორიაში პირველად, ქართველი ინჟინრები და მეცნიერებიც ჩაერთვებიან.
ელექტრული სისტემების საერთაშორისო საბჭო არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1921 წელს, საფრანგეთში დაარსდა და აერთიანებს მსოფლიოს მასშტაბით, ელექტროენერგეტიკის დარგში მოღვაწე გადამცემი სისტემის ოპერატორებს, მწარმოებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტებსა და სადისტრიბუციო კომპანიებს. 2018 წლიდან „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ CIGRE-ს ოფიციალური წევრია.