ახალი ამბები

2026-02-26 

ხელმოწერა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი განხორციელების მომდევნო ეტაპზე გადადის, რაც შავი ზღვის ფსკერის კვლევას გულისხმობს.

ხელშეკრულება, რომელსაც ხელი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა და კომპანია CESI-ს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლა მელკიოტიმ მოაწერეს, შავი ზღვის ფსკერის კვლევის დიზაინისა და ზედამხედველობის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვას ითვალისწინებს. ხელშეკრულების მიხედვით, კონსულტანტ კომპანია CESI-ს ევალება შავი ზღვის გეოფიზიკური და გეოტექნიკური კვლევებისათვის საჭირო სამუშაოების აღწერილობის და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, აგრეთვე ქართული მხარის დახმარება ტენდერის ჩასატარებლად. დოკუმენტის მიხედვით, CESI იღებს ვალდებულებას, კვლევის შემსრულებელ კომპანიას დაეხმაროს საჭირო ნებართვების მოპოვებაში, ხოლო ფსკერის კვლევის მიმდინარეობისას აწარმოოს ყველა პროცესის ზედამხედველობა.

ხელმოწერას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრები სოფიო კევლიშვილი და ზვიად გაჩეჩილაძე დაესწრნენ.

შავი ზღვის წყალქვეშა პროექტის ფარგლებში, საკონსულტაციო კომპანია CESI-მ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უკვე ჩაატარა, რომელმაც დაადასტურა, რომ პროექტი ტექნიკურად და ეკონომიკურად განხორციელებადია. შავი ზღვის ფსკერის კვლევის შედეგად, შესაძლებელი გახდება პროექტის პრაქტიკული განხორციელების საუკეთესო გზის დადგენა.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები.

პროექტი შეტანილია ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელის (ENTSO-E) 2022 და 2024 წლების ათწლიანი ქსელის განვითარების გეგმაში (TYNDP) და წარდგენილია ENTSO-E TYNDP 2026 გეგმაში შეტანის მიზნით. 2025 წელს ევროკომისიამ პროექტი ორმხრივი ინტერესის პროექტების (PMI) სტატუსის მისაღებ სიაში შეიტანა.

xelmowera-Savi-zRvis-wyalqveSa-kabelis-proeqtis-farglebSi-1-small.jpgxelmowera-Savi-zRvis-wyalqveSa-kabelis-proeqtis-farglebSi-2-small.jpgxelmowera-Savi-zRvis-wyalqveSa-kabelis-proeqtis-farglebSi-3-small.jpgxelmowera-Savi-zRvis-wyalqveSa-kabelis-proeqtis-farglebSi-4-small.jpgxelmowera-Savi-zRvis-wyalqveSa-kabelis-proeqtis-farglebSi-5-small.jpgxelmowera-Savi-zRvis-wyalqveSa-kabelis-proeqtis-farglebSi-6-small.jpgxelmowera-Savi-zRvis-wyalqveSa-kabelis-proeqtis-farglebSi-7-small.jpgxelmowera-Savi-zRvis-wyalqveSa-kabelis-proeqtis-farglebSi-8-small.jpgxelmowera-Savi-zRvis-wyalqveSa-kabelis-proeqtis-farglebSi-9-small.jpgxelmowera-Savi-zRvis-wyalqveSa-kabelis-proeqtis-farglebSi-10-small.jpgxelmowera-Savi-zRvis-wyalqveSa-kabelis-proeqtis-farglebSi-11-small.jpgxelmowera-Savi-zRvis-wyalqveSa-kabelis-proeqtis-farglebSi-12-small.jpgxelmowera-Savi-zRvis-wyalqveSa-kabelis-proeqtis-farglebSi-13-small.jpg

კომუნიკაცია