ახალი ამბები

2026-06-18 

მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ვანო ზარდიაშვილს მადლობის სიგელი გადასცეს

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც საბჭოს წევრებმა სსე-ის გენერალურ დირექტორს ვანო ზარდიაშვილს ბიზნესსექტორის აქტიური მხარდაჭერისა და გამჭვირვალე თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელი გადასცეს.
სხდომაზე მხარეებმა კომპანიის ახალი მენეჯმენტის პირობებში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებები შეაჯამეს და სახელმწიფო და ბიზნესსექტორს შორის მრჩეველთა საბჭოს ფორმატში თანამშრომლობის კონკრეტული შედეგები განიხილეს.
საუბარი შეეხო წლების განმავლობაში შეჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია გადასული.
სხდომის ფარგლებში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ წარადგინა გადამცემ ქსელთან მიერთების ახალი ელექტრონული პლატფორმის შექმნის ინიციატივა და პროექტის წინასწარი ვერსიის პრეზენტაცია გამართა. პლატფორმა მიზნად ისახავს ქსელთან მიერთების პროცესის გამარტივებას, მომსახურების ხარისხისა და ეფექტიანობის ზრდას.
მრჩეველთა საბჭო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ 2025 წელს შეიქმნა და მისი მთავარი მიზანი სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის ხელშეწყობა, ენერგეტიკული პროექტების განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის გაზრდა და ენერგეტიკის სექტორის განვითარების ხელშეწყობაა.

madlobis sigeli 18.jpgmadlobis sigeli 11.jpgmadlobis sigeli 16.jpgmadlobis sigeli 13.jpgmadlobis sigeli 8.jpgmadlobis sigeli 7.jpgmadlobis sigeli 5.jpgmadlobis sigeli 12.jpgmadlobis sigeli 10.jpgmadlobis sigeli 1.jpgmadlobis sigeli 2.jpgmadlobis sigeli 15.jpgmadlobis sigeli 14.jpgmadlobis sigeli 3.jpgmadlobis sigeli 17.jpgmadlobis sigeli 4.jpgmadlobis sigeli 6.jpg

კომუნიკაცია