ახალი ამბები

2026-01-29 

ვანო ზარდიაშვილი METLEN Energy & Metals წარმომადგენლებს შეხვდა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი, ქვესადგურების მშენებლობის პროექტის განხილვის მიზნით, ბერძნული კომპანიის METLEN Energy & Metals წარმომადგენლებს შეხვდა. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს 220/110 კვ ლაჯანურის ქვესადგურის და 220/110 კვ ოზურგეთის ქვესადგურის მშენებლობას, ასევე ახალციხის ქვესადგურის 500 კვ და 400 კვ ფრთის გაფართოებას.
2022 წელს დაწყებული სამშენებლო სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ 2024 წელს, პროექტის ღირებულების გაზრდაზე უარის შემდეგ შეაჩერა. სამუშაო პროცესის განახლების მიზნით, მხარეებს შორის მიმდინარეობდა ხანგრძლივი მოლაპარაკებები.
სსე-ის გენერალურ დირექტორთან გამართულ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამშენებლო სამუშაოები უმოკლეს ვადებში განახლდება, პროექტი დროულად დასრულდება და შემცირდება თავდაპირველად მოთხოვნილი თანხა.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ქსელის განვითარებისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ, KfW-ს განვითარების ბანკისა და ევროკავშირის მეშვეობით.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონში ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და საქართველოს გადამცემ ქსელში ახალი ჰიდროელექტროსადგურების ინტეგრირების პროცესს.

metlen L3.jpgmetlen L1.jpgmetlen L4.jpgmetlen L2.jpgmetlen L5.jpgmetlen L6.jpg

კომუნიკაცია