ახალი ამბები

2026-03-30 

ვანო ზარდიაშვილი კომპანიის მენეჯმენტს შეხვდა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილული იქნა სსე-ში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და ახალი მენეჯმენტის პირობებში დანერგილი სიახლეები.
ვანო ზარდიაშვილმა ისაუბრა ხედვაზე, რომელიც ეფუძნება ეფექტიან მართვას და შედეგზე ორიენტირებულ მუშაობას. შეხვედრაზე ხაზი გაესვა თანამშრომლების მოტივაციის ზრდის, გუნდური მუშაობის გაძლიერებისა და კოორდინაციის გაუმჯობესების მნიშვნელობას.
კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა განიხილეს კორპორატიული კულტურის გაძლიერების საჭიროების საკითხი, რაც გულისხმობს ინიციატივების მხარდაჭერასა და ერთიანი ღირებულებების ჩამოყალიბებას.

meeting with management 12.jpgmeeting with management 5.jpgmeeting with management 1.jpgmeeting with management 4.jpgrsz chasanacvlebeli.jpgmeeting with management 2.jpgmeeting with management 3.jpgmeeting with management 6.jpgmeeting with management 9.jpgmeeting with management 8.jpgmeeting with management 10.jpgmeeting with management 11.jpg

კომუნიკაცია