2026-03-26
სამუშაო შეხვედრა KfW-ს განვითარების ბანკის წარმომადგენელთან
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი KfW-ს განვითარების ბანკის პორტფელის მენეჯერს რობერტ როსნერს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" KfW-ს განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. შეხევდრაზე საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსა და მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

