2026-01-27
სამუშაო შეხვედრა AIIB-ს წარმომადგენელთან
„საქართველოს სახელმწიფო ელეტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) წარმომადგენელს ალექსანდრე ბოგდანოვს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე ვანო ზარდიაშვილმა ალექსანდრე ბოგდანოვს გააცნო კომპანიაში მიმდინარე და სამომავლო მასშტაბური პროექტების შესახებ ინფორმაცია. მხარეებმა განიხილეს პროექტების დაფინანსების საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.


