ახალი ამბები

2026-03-31 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში მრჩეველთა საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სსე-ის გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა და დირექტორთა საბჭოს წევრებმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად დეტალურად განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, იმსჯელეს მათი დასრულების ვადებზე და ქსელთან მიერთების წესის ცვლილების საკითხზე.
შეხვედრაზე ისაუბრეს კომპანიაში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილების პერსპექტივებზე და მათ განხორციელებაში დეველოპერების ჩართულების შესაძლებლობაზე. განიხილეს ელექტროგადამცემი ხაზი „ახალციხე-ბათუმის“ პროექტის ფარგლებში, სხალთის 39კმ-იანი მონაკვეთის პროექტირებისთვის საჭირო სამუშაოების, ასევე ელექტროგადამცემი ხაზების „არაგვის“ გაორჯაჭვიანებისა და „ლიახვის“ მშენებლობის საკითხები.
მრჩეველთა საბჭო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორის ვანო ზარდიაშვილის ინიციატივით შეიქმნა და დაკომპლექტებულია ენერგეტიკისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებით. საბჭოს მიზანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო და გამჭვირვალე თანამშრომლობის ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს ენერგოსისტემისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების სწრაფ და ეფექტიან განხორციელებას.

sabtcho  1.jpgsabtcho  2.jpgsabtcho  3.jpgsabtcho  4.jpgsabtcho  5.jpgsabtcho  6.jpgsabtcho  7.jpgsabtcho  8.jpgsabtcho  9.jpgsabtcho  10.jpgsabtcho  11.jpgsabtcho  12.jpgsabtcho  13.jpgsabtcho  14.jpg

კომუნიკაცია