ახალი ამბები

2026-03-11 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ იაპონია-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ზვიად გაჩეჩილაძემ საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერ ორგანიზებულ იაპონია-საქართველოს ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
სიტყვით გამოსვლისას, ზვიად გაჩეჩილაძემ ბიზნესფორუმის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობის შესახებ და ყურადღება გაამახვილა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საკვანძო როლზე პროექტის განხორციელების პროცესში. მან ასევე ხაზი გაუსვა პროექტის განვითარების შემდგომ ეტაპებზე იაპონური კომპანიების ჩართულობის შესაძლებლობებზე როგორც წყალქვეშა კაბელების, ასევე ნახევარგამტარული ტექნოლოგიების წარმოების კუთხით.
ზვიად გაჩეჩილაძემ იაპონიის ელჩს მადლობა გადაუხადა იაპონიის მთავრობის მიერ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობაში შეტანილი წვლილისთვის, კერძოდ, მის მიერ გამოყოფილი საგრანტო კომპონენტებისთვის, როგორც პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ფარგლებში, აგრეთვე „ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების, ენერგეტიკული ურთიერთკავშირის და განახლებადი ენერგიის პროგრამის (ESPIRE) “ფარგლებში.
ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოსა და იაპონიის ბიზნეს წრეების, ასევე სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები.

iaponia 1.jpgiaponia 2.jpgiaponia 3.jpg

კომუნიკაცია