2026-04-22
შეხვედრა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებელ კომპანიებთან
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი მსხვილი ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს კომპანიაში დაგეგმილი მასშტაბური პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
შეხვედრაზე მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს მათი საქმიანობის, მათ შორის, განხორციელებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

















