ახალი ამბები

2026-02-24 

შეხვედრა Feima Robotics-ის წარმომადგენლებთან

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი ჩინური კომპანიის Feima Robotics-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო ელექტროგადამცემი ხაზების საფრენი აპარატებით მონიტორინგის, ხარვეზების აღმოჩენისა და ანგარიშგების ავტომატური პროცესების დანერგვის საკითხებს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს, ინოვაციური საინჟინრო გადაწყვეტილებებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ენერგოსისტემის ეფექტიანობისა და საიმედოობის გაზრდის პერსპექტივებზე.

კომპანია Shenzhen Feima Robotics Co., Ltd. (Feima Robotics) წარმოადგენს ჩინურ მაღალტექნოლოგიურ კომპანიას, რომელიც დაარსებულია IT და UAV (უპილოტო საფრენი აპარატების) სფეროს უფროსი მენეჯერებისა და სპეციალისტების მიერ და აღიარებულია, როგორც მაღალტექნოლოგიური ეროვნული საწარმო.

Sexvedra-Feima-Roboticsis-warmmadgenlebTan-1-small.jpgSexvedra-Feima-Roboticsis-warmmadgenlebTan-2-small-small

კომუნიკაცია