ახალი ამბები

2025-04-22 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლებმა გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა

დედამიწის დღის აღსანიშნავად, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს გამწვანების აქციაში. აქციის ფარგლებში, თანამშრომლებმა თბილისში, ხუდადოვის ტყის ტერიტორიაზე დარგეს 150 სხვადასხვა სახეობის ნერგი.
ღონისძიება კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი ინიციატივების მხარდაჭერას, გარემოზე ზრუნვას და ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
„გარემოს დაცვა არის თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა, მსგავს აქციებში მონაწილეობა უდიდეს როლს თამაშობს საზოგადოების ეკო-პასუხისმგებლობის ზრდაში და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაში. მიხარია, რომ ჩვენი კომპანია აქტიურად არის ჩართული ასეთ ინიციატივებში," - აღნიშნა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გარემოს დაცვის სამსახურის უფროსმა ნიკო ყარსიმაშვილმა.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ მსგავსი აქტივობები ყოველწლიურად ტარდება.

gamtsvaneba1 1 2025.jpggamtsvaneba1 3 2025.jpggamtsvaneba1 2 2025.jpggamtsvaneba1 4 2025.jpggamtsvaneba1 5 2025.jpggamtsvaneba1 6 2025.jpggamtsvaneba1 7 2025.jpggamtsvaneba1 8 2025.jpggamtsvaneba1 9 2025.jpggamtsvaneba1 10 2025.jpggamtsvaneba1 11 2025.jpggamtsvaneba1 12 2025.jpg

კომუნიკაცია