ახალი ამბები

2025-04-30 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ სტუდენტების დასაქმების ფორუმზე

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მონაწილეობა მიიღო სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმში. ფორუმის მიზანს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენდა.
ფორუმში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები.
სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ 50-მდე პოტენციური დამსაქმებელი კომპანიის, მათ შორის „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საქმიანობას.
სსე ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას დასაქმების ფორუმში და ცდილობს ახალგაზრდა კადრების მოზიდვას. კომპანიაში ფუნქციონირებს სასწავლო ცენტრი, რომელიც ყოველგვარი ფინანსური სარგებლის გარეშე, საშუალებას აძლევს მომავალ ენერგეტიკოსებს, მიიღონ პროფესიული ცოდნა და დასაქმდნენ კომპანიაში.

sandiego1 (1).jpgsandiego1 (2).jpgsandiego1 (3).jpgsandiego1 (4).jpgsandiego1 (5).jpgsandiego1 (6).jpgsandiego1 (7).jpgsandiego1 (8).jpgsandiego1 (9).jpgsandiego1 (10).jpgsandiego1 (11).jpg

კომუნიკაცია