ახალი ამბები

2025-02-25 

სტაჟიანი თანამშრომლების დაჯილდოება

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი ენერგეტიკის დარგში მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე თანამშრომლებს შეხვდა. მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცა სსე-ის ოცდაოთხ თანამშრომელს, რომლებსაც ენერგეტიკის დარგში მუშაობის 40, 45, 50, 60 და 65 წლის მუშაობის სტაჟი აქვთ. "ჩვენი კომპანიის და, ზოგადად, დარგის წარმატება პირდაპირ კავშირშია გამოცდილი კადრების პროფესიონალიზმთან. თქვენი ცოდნა და გამოცდილება ფასდაუდებელია არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ მთელი ქვეყნის ენერგეტიკული მომავლისთვის. ვისურვებდი, რომ თქვენი ერთგულება დარგისადმი მისაბაძი მაგალითი და მოტივაცია ყოფილიყოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსებისთვის,“-განაცხადა გიორგი გიგინეიშვილმა. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მუდმივად ცდილობს, თანამშრომლებს შეუქმნას კომფორტული სამუშაო გარემო და დააფასოს მათი პროფესიონალიზმი. სსე-ში მრავალწლიანი სტაჟის მქონე თანამშრომლების დაჯილდოება ყოველწლიურად იმართება.

ST1L.jpgST2L.jpgST6L.jpgST3L.jpgST4L.jpgST5L.jpgST7L.jpgST8L.jpgST9L.jpgST10L.jpg

კომუნიკაცია