ახალი ამბები

2025-05-06 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ვანო ზარდიაშვილი უხელმძღვანელებს

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორის თანამდებობა ვანო ზარდიაშვილმა დაიკავა.

ვანო ზარდიაშვილს ენერგეტიკის სფეროში, მათ შორის მმართველ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ბოლო 5 წლის განმავლობაში იკავებდა სსე-ის დირექტორთა საბჭოს წევრისა და დირექტორის თანამდებობას იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში. მანამდე იყო შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორის პირველი მოადგილე.

ვანო ზარდიაშვილს აქვს მმართველობითი, კანონშემოქმედებითი და იურიდიული მიმართულებით საქმიანობის დიდი გამოცდილება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში იკავებდა გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილის თანამდებობას. იყო მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, ასევე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, წლების განმავლობაში სხვადასხვა უწყებაში მუშაობდა ხელმძღვანელ პოზიციებზე.

ვანო ზარდიაშვილის კვალიფიკაცია და გამოცდილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კომპანიის განვითარებაში.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ წარმატებებს უსურვებს ახალ გენერალურ დირექტორს!

Director General 20251-Zardiashvili-resize.jpg

კომუნიკაცია