2025-05-22
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დასაქმების ფორუმზე
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დასაქმების ფორუმში.
ღონისძიების მიზანია, უზრუნველყოს სტუდენტებსა და პოტენციურ დამსაქმებლებს შორის კომუნიკაცია, სტაჟირებისა და აქტიური ვაკანსიების შეთავაზება.
მომავალი ენერგეტიკოსების დაინტერესების მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ უკვე მეოთხე წელია, აქტიურად მონაწილეობს სტუ-ს დასაქმების ფორუმში. კომპანია ენერგეტიკული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს უფასოდ სთავაზობს სტაჟირების გავლას სსე-ის სასწავლო ცენტრში, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით. სწავლების პერიოდში სტუდენტებს ენიშნებათ სტიპენდია.
დასაქმების ფორუმზე, რომელშიც წელს 70-ზე მეტმა კერძო კომპანიამ და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ მიიღო მონაწილეობა, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ტრადიციულად წარმოდგენილი იყო, როგორც ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი კომპანია.









