2025-11-12
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საქართველოს ენერგეტიკის გამოფენასა და ფორუმზე
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა გიორგი ამუზაშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ენერგეტიკის გამოფენასა და ფორუმში 2025 (GEEF).
ღონისძიების გახსნით პანელზე გიორგი ამუზაშვილმა ისაუბრა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საქმიანობაზე, კომპანიის როლზე, სტრატეგიებზე და მხარდამჭერ მექანიზმებზე განახლებადი ენერგიების ქსელში ინტეგრაციის კუთხით. ასევე საუბარი შეეხო ენერგიის შემნახველი ბატარეების და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტების მნიშვნელობას.
გახსნით პანელში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა.




