ახალი ამბები

2025-09-15 

შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იქნა „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტთან“ დაკავშირებული ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა პროექტის ფარგლებში დაგეგმილი შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური კვლევისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები, მეზობელ ენერგეტიკულ სისტემებთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარების აუცილებლობა, პროექტის საერთაშორისო დონეზე აღიარების ხელშეწყობის მნიშვნელობა, მათ შორის ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსის მოპოვება და პროექტის გადამცემი სისტემების ოპერატორების ევროპული ქსელის (ENTSO-E) 10 წლიან განვითარების გეგმაში შეტანის საკითხი, რაზეც უკვე გაკეთებულია შესაბამისი განაცხადი.
შეხვედრის დროს ხაზი გაესვა „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის“ სტრატეგიულ მნიშვნელობას ქვეყნის და რეგიონის განვითარების კუთხით.
„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და სატრანზიტო შესაძლებლობების ზრდას.

rsz_11world_bank.jpg

კომუნიკაცია