ახალი ამბები

2025-09-08 

შეხვედრა KEC International Limited-ის წარმომადგენლებთან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი KEC International Limited-ის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.
ინდური კომპანია KEC ელექტროგადამცემი ხაზების „წყალტუბო-ახალციხე“, „ახალციხე-თორთუმის“ მშენებლობის პროექტს ახორციელებს, რომელიც KfW-ს განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
მხარეებმა განიხილეს ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის მიმდინარე საკითხები. დასახეს სამომავლო გეგმები, რამაც ხელი უნდა შეუწყოს პროექტის განხორციელებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე სოხაძე, KEC-ის გერალური მენეჯერი შაში ბუშან ოჯა და სსე-ის დირექტორი პროექტების მართვის საკითხებში რუსუდან შამუგია.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ელექტროგადამცემი ხაზების „წყალტუბო-ახალციხე“ და „ახალციხე-თორთუმის” მშენებლობის პროექტი საქართველოს ელექტროენერგეტიკული ქსელის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია.
პროექტის ფარგლებში აშენდება დაახლოებით 105 კმ სიგრძის 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „წყალტუბო-ახალციხე“ და საქართველო-თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი, 33 კმ სიგრძის 400 კვ-იანი ეგხ „ახალციხე-თორთუმი“. შედეგად, გაძლიერდება საქართველოს ელექტროენერგეტიკული ინტერკონექცია, როგორც თურქეთის ენერგოსისტემასთან, ასევე ევროპის ერთიან სინქრონულ ზონასთან.

KEC meeting S.jpg

კომუნიკაცია