ახალი ამბები

2025-11-14 

შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრთან

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა, მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრის ფარვიზ შაჰბაზოვის შეხვედრაში.

მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ენერგეტიკული თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, განიხილეს სამხრეთ კავკასიის ელექტროენერგეტიკული სისტემის ევროპის ქსელთან დამაკავშირებელი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი და ხაზი გაუსვეს მის სტრატეგიულ მნიშვნელობას. პროექტი ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის სატრანზიტო და ორმხრივი ვაჭრობის შესაძლებლობებს.აღინიშნა, რომ ორი ქვეყანა აქტიურად გააგრძელებს პარტნიორობას ენერგეტიკული უსაფრთხოების, რეგიონული ინტეგრაციისა და მდგრადი განვითარების საერთო მიზნების მისაღწევად.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები ინგა ფხალაძე და გენადი არველაძე, სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე სოხაძე და ესკოს გენერალური დირექტორი თორნიკე ყაზარაშვილი.

ministryS (4).jpgministryS (2).jpgministryS (1).jpgministryS (3).jpgministryS (5).jpg

კომუნიკაცია