2025-11-11
შეხვედრა ავსტრიის ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ავსტრიის საელჩოს კომერციული ოფისისა და ავსტრიული ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები ეწვივნენ, შეხვდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებსა და სსე-ის დირექტორთა საბჭოს წევრებს.
საუბარი შეეხო საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორში არსებულ შესაძლებლობებსა და მოთხოვნებს, ასევე მიმდინარე, დაგეგმილ და პერსპექტიულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.
შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე სოხაძე, ენერგეტიკული რეფორმების დეპარტამენტის უფროსი ანა გოგოლაძე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრები გიორგი ამუზაშვილი, რუსუდან შამუგია და ზვიად გაჩეჩილაძე, ავსტრიის მხრიდან - ავსტრიის სავაჭრო კონსული საქართველოში გერჰარდ ლაკნერი და კომპანიების INNIO, Jenbacher GmbH & Co, OG VA TECH WABAG, GmbH Fequentis AG.-ის წარმომადგენლები.









