ახალი ამბები

2025-05-26 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი ქალაქ ოზურგეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

მთავარ მოედანზე მოწყობილ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო ენერგეტიკის თემატიკაზე შექმნილი ინსტალაციები, მათ შორის, საქართველოს გადამცემი ქსელის ათწლიანი განვითარების რუკის მაკეტი. მოსახლეობას საშუალება ჰქონდა მიეღო ინფორმაცია სექტორში არსებულ მიღწევებზე, მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე.

26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა ენერგეტიკული კომპანიის ხელმძღვანელები. საზეიმო ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს ქალაქ ოზურგეთის განახლებული თეატრი.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

ეს დღე ჩვენია!

saqarTvelos-damoukideblobis-dRe-2025-1-small.jpgsaqarTvelos-damoukideblobis-dRe-2025-2-small.jpgsaqarTvelos-damoukideblobis-dRe-2025-3-small.jpgsaqarTvelos-damoukideblobis-dRe-2025-4-small.jpgsaqarTvelos-damoukideblobis-dRe-2025-5-small.jpgsaqarTvelos-damoukideblobis-dRe-2025-6-small.jpgsaqarTvelos-damoukideblobis-dRe-2025-7-small.jpgsaqarTvelos-damoukideblobis-dRe-2025-8-small.jpgsaqarTvelos-damoukideblobis-dRe-2025-9-small.jpgsaqarTvelos-damoukideblobis-dRe-2025-10-small.jpg

კომუნიკაცია