2025-05-19
სამუშაო შეხვედრა Siemens Energy-ს წარმომადგენლებთან
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა Siemens Energy-ს წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე განიხილეს კომპანიაში მიმდინარე და სამომავლო ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორებიცაა: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, ვარძიის ახალი 500 კილოვოლტიანი ქვესადგურის მშენებლობა და საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის პროექტი. აღნიშნული პროექტები მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერებისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს წარმატებულ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც Siemens-ის უშუალო მონაწილეობით „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული, და გამოხატეს მზაობა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებასა და გრძელვადიან პერსპექტივებზე.
