2025-05-07
ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა ტექნიკურ უნივერსიტეტში
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი დაესწრო სემეკის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას - „ენერგეტიკის სექტორის განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები და ძირითადი ასპექტები“.
ღონისძიება გახსნეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ და ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა ქეთევან ქუთათელაძემ.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების ხელმძღვანელმა პირებმა და დარგის ექსპერტებმა.
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა დაათვალიერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები და ადგილზე გაეცნენ პრაქტიკული სწავლების პროცესს.
გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებსა და სამომავლო გეგმებზე.



