ახალი ამბები

2025-01-01 

ახალი, 2025 წელი ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა სსე-ის დისპეტჩერებს ახალი წლის დადგომა ტრადიციულად ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრში მიულოცა.

გიორგი გიგინეიშვილმა ქვეყნის ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტის ენერგეტიკოსებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. აღნიშნა, რომ სწორედ დისპეტჩერების დამსახურებაა ჩვენი ქვეყნის 24-საათიანი, შეუფერხებელი ელექტრომომარაგება, მათ შორის სადღესასწაულო დღეებშიც.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ქვეყნის ყველა დისპეტჩერს ულოცავს 2025 წლის დადგომას!

axali-2025-1-smallaxali-2025-weli-erovnul-sadispetCero-centrSi-2-small.jpgaxali-2025-weli-erovnul-sadispetCero-centrSi-3-small.jpgaxali-2025-weli-erovnul-sadispetCero-centrSi-4-small.jpgaxali-2025-weli-erovnul-sadispetCero-centrSi-5-small.jpgaxali-2025-weli-erovnul-sadispetCero-centrSi-6-small.jpgaxali-2025-weli-erovnul-sadispetCero-centrSi-7-small.jpg