2025-11-04
შეთანხმება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ და Mitaş Energy-ს შორის
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორმა პროექტების მართვის საკითხებში რუსუდან შამუგიამ და კომპანია Mitaş Energy and Metal Construction Inc.-ის გენერალურმა დირექტორმა ვოლქან ბოიმ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შეთანხმებას. დოკუმენტის პირობები ასევე გაიზიარეს კომპანიებმა - „სტორი ჰესი“, „კავკასენერგო“ და „ენერგონი".
შეთანხმების ფარგლებში, გადაიხედება 2023 წლის 20 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება, 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „სტორი ჰესი - ახალი თელავი“ მშენებლობისა და ქვესადგურში „ახალი თელავი“ 110 კვ ეგხ „იყალთოს“ შეჭრის შესახებ.
მხარეების შეთანხმებით, მოხდება პროექტის ოპტიმიზაცია და ფინანსური რესურსების რაციონალური გამოყენება, შედეგად, აღნიშნული ხელშეკრულების შეთანხმებული ღირებულება (12 500 385 ევრო) 3 მილიონი აშშ დოლარით შემცირდება.


