ახალი ამბები

2025-03-06 

SEL-ის წარმომადგენლების ვიზიტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“

ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკის (ასა) განახლების პროექტის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი კომპანიის Schweitzer Engineering Laboratories (SEL) ექსპერტების დელეგაცია ეწვია. სამუშაო შეხვედრებზე განიხილეს პრობლემური საკითხების შესწავლა-გადაჭრის გზები, ასა-ს განახლება-გაფართოების სამუშაოების დასაგეგმად განახლებული სცენარები, ელექტრული და კომუნიკაციის სქემები. ექსპერტებმა, საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ავარიების მიმართ მდგრადობის ასამაღლებლად, სსე-ის წარმომადგენლებს გაუზიარეს რეკომენდაციები, გააცნეს სხვადასხვა ქვეყნის გადამცემი სისტემის ოპერატორების გამოცდილება და მათთან დანერგილი ტექნოლოგიები ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკის მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა მოინახულეს ქვესადგური „ახალციხე 500“ და 54 მგვტ დადგმული სიმძლავრის „მტკვარი ჰესი“, რომელიც ტესტირების რეჟიმში მუშაობს და უახლოეს მომავალში შევა ექსპლუატაციაში.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკა, ელექტროენერგეტიკული სისტემის მუშაობის მდგრადობის და მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტის საიმედოობის ამაღლების მიზნით, პირველად 2011 წელს დაინერგა და მისი განახლება-გაფართოება რამდენჯერმე განხორციელდა.

SEL-is-warmomadgenlebis-viziti-sse-Si-1-small.jpgSEL-is-warmomadgenlebis-viziti-sse-Si-2-small.jpgSEL-is-warmomadgenlebis-viziti-sse-Si-3-small.jpg

კომუნიკაცია