2024-04-05
სტაჟიანი თანამშრომლების დაჯილდოება
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა კომპანიასა და ენერგეტიკის დარგში მუშაობის მრავალწლიანი სტაჟის მქონე 28 თანამშრომელი დააჯილდოვა.
კომპანიის მმართველმა მადლობა გადაუხადა მათ მრავალწლიანი შრომისთვის და იმ პროფესიონალიზმისთვის, რომლითაც ათეული წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ ქართულ ენერგეტიკას. აღნიშნა, რომ მათი გამოცდილება მნიშვნელოვანია კომპანიისთვის, თავის მხრივ კი, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მუდმივად ეცდება, იზრუნოს თანამშრომლებზე და შეუქმნას კომფორტული სამუშაო გარემო.
სსე-ში მრავალწლიანი სტაჟის მქონე თანამშრომლების დაჯილდოება ყოველწლიურად იმართება.